ბრწყინვალე სოლო საშემსრულებლო კარიერასთან ერთად, მევიოლინე იზაბელ ფაუსტისა და პიანისტ ალექსანდრე მელნიკოვის შემოქმედებითი ტანდემი ძალზედ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათი რეპერტუარი ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესოა. დუეტს დიდი წარმატება მოუტანა უმსხვილესფირმ “Harmonia Mundi Arose”-სთან თანამშრომლობამ. მრავალი ნაწარმოები ჩაწერეს ამ სტუდიაში. თუმცა, ყველაზე დიდი გამოხმაურება მოყვა ბეთჰოვენის ათივე სონატას ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ეს დისკი წარდგენილი იყო გრემის დაჯილდოვებაზე და მოპოვებული აქვსგრამოფონის“, ასევე  “ECHO Klassik”-ის (გერმანია) ჯილდოები.

წლევანდელ ფესტივალზე ფაუსტისა და მელნიკოსვის დუეტის მიერ აჟღერდება ბეთჰოვენის ყველა, ათივე სავიოლინო სონატა და ქართველ მსმენელს საშუალება მიეცემა თავად მოისმინოს აღნიშნული ნაწარმოებების  შესრულების ეტალონადმიჩნეული ინტერპრეტაცია.

 იზაბელ ფაუსტი ვიოლინო (გერმანია)

„მისი შესრულება სავსეა ვნებითა და ფეთქებადობით. ამავდროულად სითბოთი და სინაზითაა გაჯერებული, რაც ხელს უწყობს ნაწარმოებში დაფარული ლირიზმის გამოვლენას...“

გაზეთი „ნიუ იორკ თაიმს“

იზაბელ  ფაუსტმა ვიოლინოზე დაკვრა ადრეული ასაკიდან დაიწყო.სრულიად პატარამ, 11 წლისამ უკვე სიმებიანი კვარტეტი დააარსა.ანსამბლში მიღებულმა გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ საშემსრულებლო ხელოვნებაში ერთდროულად ხდება როგორც გაცემის, ასევე მიღების პროცესი,სადაც მსმენელი ისეთივე მნიშვნელობას იძენს, როგორც საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვა.

1987 წელს, 15 წლისამ ლეოპოლდ მოცარტის კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა, რამაც გოგონას სოლო კარიერის პერსპექტივა გაუხსნა. თუმცა, კამერულ ანსამბლს კვლავაც პრიორიტეტს ანიჭებდა.სონატებისა თუ კონცერტების შესრულების დროს, ფაუსტი მუდმივად მუსიკალური იდეების ძიების პროცესში იყო.

1993 წელს, პაგანინის კონკურსზე გამარჯვების შემდგომ საფრანგეთში დასახლდა, სადაც დიდი ინტერესი გაუჩნდა ფრანგული მუსიკის მიმართ(ფორე, დებიუსი)

2003 წელს, ფაუსტმა გამოსცა ალბომი, დვორჟაკის სავიოლინო კონცერტით, რასაც დღემდე მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამას მოჰყვა ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის შესანიშნავი ჩანაწერი. მას შესრულებული აქვს ბეთჰოვენის ყველა სავიოლინო სონატა, რამაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იზაბელ ფაუსტი დიდი ინტერესით ეკიდება ასევე თანამედროვე მუსიკას. აღსანიშნავია, რომ ის არის ცნობილი კომპოზიტორების (ოლივიემესიანი, ვერნერეგკიიორგუიდმანი) ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი. ასევე მისთვის სპეციალურად არის შექმნილი ნაწარმოებები კომპოზიტორების თ. ლარხერის, . ჟარელის, . ჟოლივეს მიერ.

მუსიკოსს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს ცნობილ დირიჟორებთან და ორკესტრებთან. მათ შორისაა: კლაუდიო აბადო, ჩარლზ დიუტუა, დანიელ ჰარდინგი, მარის იანსონი; ბერლინის ფილარმონიული, მიუნხენის ფილარმონიული, პარიზის, ბოსტონის სიმფონიური ორკესტრები, BBC-სორკესტრი, მალერის კამერული ორკესტრი. ეს მცირედი ჩამონათვალია ბოლო წლებში მუსიკალური კოლექტივებთან მისი ნაყოფიერი თანამშრომლობისა.

   იზაბელ ფაუსტი უკრავს სტრადივარის მიერ 1704 წლის შექმნილმძინარე მზეთუნახავზერომელიც მას დროებით სარგებლობაში

 

ალექსანდრე მელნიკოვი ფორტეპიანო (რუსეთი)

„ვფიქრობ, რომ ის ნამდვილი ტალანტია და თანაც მასშტაბური“

სტიანოსლავ რიხტერი (პირადი დღიური)

ALEXANDER MELNIKOV piano (Russia)

“I think he's a real talent, great talent.”  Stiatoslav Richter (personal diary)

მდიდარი მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახში დაბადებული ალექსანდრე მელნიკოვის მუსიკალურ აღზრდას თვალყურს ადევნებდა ოჯახის დიდი მეგობარი - გენიალური სვიატოსლავ რიხტერი, რომელმაც ზემოთ მოყვანილი სიტყვები 20 წლის ახალგაზრდა შემსრულებელზე წარმოსთქვა. კომპოზიტორების ზარალევინასა და ნიკოლაი ჩემბერჯის შვილიშვილმა უკვე 12 წლის ასაკში დარწმუნებით იცოდა, რომ გამოჩენილი პიანისტი გამოვიდოდა.

მოსკოვის ცენტრალური მუსიკალური ათწლედის შემდეგ მან წარმატებით დაამთავრა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ ა. ნაუმოვთან, ხოლო, სტაჟირება  გაიარა მიუნხენის უმაღლეს სკოლაში პროფ. ე. ვირსალაძის ხელმძღვანელობით. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ მოიპოვა ლაურეატობა შუმანის ( ცვიკაუ, 1989წ.), დედოფალ ელისაბედისა (ბრიუსელი, 1990წ.) და იუნესკოს (ბრატისლავა, 1991 წ.) საერთაშორისო კონკურსებზე.

თანამედროვე კრიტიკოსები ალექსანდრე მელნიკოვს XXI საუკუნის ერთ-ერთ უნიჭიერეს პიანისტად მიიჩნევენ. ავტორიტეტული ევროპული გამოცემების რეცენზენტები მას შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებენ: „უზარმაზარი მასშტაბების მქონე შემსრულებელი“, „ვირტუოზი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, ბრწყინვალე ტექნიკითა და ინსტრუმენტის აფსოლიტური ფლობით“.

2000-2002 წლებში BBC-ის კორპორაციამ მას „ახალგაზრდა თაობის არტისტის“ ტიტული მიანიჭა.

ალექსანდრე მელნიკოვი ცნობილია თავისი უჩვეულო პროგრამული გადაწყვეტილებებით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა ძველებური საკრავებისა და ჟანრებისადმი.  ამ მხრივ მასზე დიდი გავლენა იქონიეს ალექსეი ლიუბიმოვმა დაა ნდრეას შტაინერმა. ამ უკანასკნელთან ერთად ძალზედ საინტერესო პროგრამა შეიმუშავა, სადაც მონაცვლეობით, დიალოგის ფორმით ასრულებენი..ბახის (.შტაინერიკლავესინი) დად. შოსტაკოვიჩის (. მელნიკოვიფორტეპიანო) პრელუდიებსა და ფუგებს. გარდა ამისა იგი პერმანენტულად თანამშრომლობს ბერლინისძველებური მუსიკის აკადემიასთანდაკოლნის ანსამბლკონჩერტოსთან“.

ალექსანდრე მელნიკოვის მიერ შესრულებული შოსტაკოვიჩის 24  პრელუდიისა და ფუგის ჩანაწერი “Choc de Classica”-სადა“Jahrespreis der Deutschen Schallplattenkritik” ჯილდოს მფლობელი გახდა.მფლობელი გახდა. BBC-ის მუსიკალურმა გამოცემამ ეს დისკი ჯილდოს გარდაყველადროის 50 საუკეთესო ჩანაწერთაშორის აღიარა ( 2011 .).

პიანისტი ადრეული სასკიდან ეწევა აქტიურ სოლო საკონცერტო და საანსამბლო მოღვაწეობას. გამოდის რუსეთის, ევროპის, აზიისა და ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში.

 

1993 წლიდან არის სვიატოსლავ რიხტერის მიერ დაფუძნებული ფესტივალ „ დეკემბრის ღამეების“ მუდმივი მონაწილე ( რუსეთი, საფრანგეთი). პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას მანჩესტერის სამეფო მუსიკალურ კოლეჯში.