თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სინფონიეტა დაარსდა 2008 წელს. მისი რეპერტუარი მრავალფეროოვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა საქართველოს სინფონიეტას კონცერტები იმართებოდა ბერლინის კონცერტჰაუსში, ამსტერდამის კონცერტგებაუში, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და სხვ. ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი, თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, გუთიმლინგის საოპერო მუსიკის ფესტივალი, საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე“ და სხვ.

2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში.

საქართველოს სინფონიეტა სისტემატურად თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან, მათ შორის არიან ლიზა ბათიაშვილი, პაველ ვერნიკოვი, იულიან რახლინი, კრისტოფ მაიერი, ნატალია გუტმანი, ელისო ვირსალაძე, ფრანსუა ლელუ, ედუარდ ბრუნერი, სერჟიო აზოლინი, ლევ მარკიზი, ანდრეს მუსტონენი...