ცნობილი იტალიელი ბანის მოსმენის საშუალება პირველად ექნებათ ქართველ ოპერის მოყვარულთ. მომღერალი სწავლობდა მანტუას და ტრიესტის კონსერვატორიებში და რამდენიმე ცნობილი კონკურსის გრამპრის მფლობელია, მათ შორის ბრუსეტოს„Voci Verdiane“ ,  ტრევიზოს „Toti dal Monte“, ბასანოს „Tito Gobbi Competition“ და ფილადელფიას „Luciano Pavarotti Competition“.

მისი დებიუტი შედგა 1981 წელს ვერდის ოპერაში “ნაბუქო“ და ამ პირველ წარმატებას მოჰყვა საინტერესო მიწვევები მადრიდის, ბარსელონას, მიუნჰენის, პარიზის, ლონდონის, ჟენევის, ციურიხის, ბერლინის, ჰამბურგის, ვენის თეატრებში. მილანის „ლა სკალაში“ დებიუტი შედგა  1986 წელს „აიდასა“ და „ნაბუქოში“ დიდი მაესტროს რიკარდო მუტის ხელმძღვანელობით.  სკალას წარმატებას მოყვა გასტროლები ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში ( მეტროპოლიტენის, სან-ფრანცისკოს და ჩიკაგოს საოპერო თეატრები).

მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია. ეს არის წამყვანი როლები, დაწყებული ბორის გოდუნოვიდან ესკამილიომდე მასნეს „დონ კიხოტში“. მის ბიოგრაფიაში არის საგულისხმო თანამშრომლობა ცნობილ ხელოვანებთან, მათ შორის: ჟორჟ პრეტრი, ჯეიმს კოლონი, ჯუზეპე პატანე, ნელო სანტი, ჯანანდრეა გავაძენი, სერ კოლინ დევისი, ზუბინ მეტა და ჯონ ელიოტ გარდინერი.

ფრანჩესკო ელერო დ’არტენია 30-ზე მეტ ჩანაწერში მონაწილეობს, ეს არის ვიდეო, კომპაქტ-დისკები და ფილმები.