დაიბადა .თბილისში, დაამთავრა კონსერვატორიის ორი ფაკულტეტი-საკომპოზიციო და ვოკალური. პარალელურად დაიწყო მუშაობა საქ.ტელე-რადიო მაუწყებლობის კომიტეტში მუსიკალური გადაცემების რედაქტორად. ვოკალური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის დიდ თეატრში. არაერთხელ აქვს შესრულებული მთავარი პარტიები მოსკოვის და თბილისის საოპერო თეატრებში.  იყო ტელე-რადიომაუწყებლობის კომიტეტი მუსიკალური კოლექტივების  გენერალური დირექტორი, 1991-2000 წ.  კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

შექმნილი აქვს 2 ოპერა: საბავშვო"ზამთრის ზღაპარი" და "იმპრესარიო კანარის კუნძულებიდან", რომელიც დაიდგა .სვერდლოვსკში (ეკატერინებურგი) , ოპერეტები-"პროვინციელი ქალიშვილები"(დაიდგა ცხინვალში 1987), "ნანა მღერის სიყვარულზე", "გაყრა", "კინტო" (თბილისის მუს.თეატრი),  მიუზიკლები-"ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (რუსთავი,თბილისი,ლონდონი), "ბუ და პატარა ობობა" (რუსთავი, თბილისი), მუსიკა13 მულტფილმისთვის, მათ შორის: "მონადირენი", "ბაკურის თავგადასავალი", "სახლობანა", "ლურჯა", "კალეიდოსკოპი", "ბულბულის იუბილე", მუსიკალურ-მხატვრული ფილმი "წითელი პატეფონი",  2 ბალეტი: "სიყვარულის ტაძარი" და "ქალიშვილი შავებში", ლირიკული და საბავშვო სიმღერები (9 დისკი), ინსტრუმენტული პიესები,  სამი AVE MARIA, რომელთაგან  ერთი შესულია მსოფლიოს საუკეთესო ავე მარიას“ კრებულში. არის რომანსების,საესტრადო სიმღერების, დრამატული  სპექტაკლების მუსიკის  ავტორი.