თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის  სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში  საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ  დავით კინწურაშვილმა სწავლა სრულყო გერმანიაში (ქ. მიუნჰენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში) და მას საორკესტრო დირიჟორის დიპლომი მიენიჭა.  მოგვიანებით  საორკესტრო დირიჟორის მაგისტრის ხარისხი მიიღო დიდი მაესტროს ბრუნო ვაილის კლასში, რომლის  კურსდამთავრებულებს კარაიანის მუსიკალურ შვილიშვილებს უწოდებენ. 2011 წელს დავით კინწურაშვილმა ლატვიის კულტურის აკადემიაში საერთაშორისო კულტურისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტზე და  პარალელურად  ჰამბურგში  მუსიკისა და თეატრის უმაღლეს აკადემიაში საორკესტრო-სადირიჟორო  ფაკულტეტზე მიიღო მაგისტრის ხარისხი. მასტერკლასები გაიარა მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან,  კურტ მაზურთან, დუგლას ბოსტოკისთან,  კრისტოფ პრიკისთან.

მაესტრო 2006 წლიდან თანამშრომლობს  მიუნჰენის სიმფონიურ, ინგოლშტატის კამერულ , ესენის საოპერო თეატრის, მიუნჰენის ფილარმონიის ახალგაზრდულ, ბავარიის ფილარმონიის კამერულ, მიუნჰენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი აკადემიის, ტაფელ მიუზიკ ბაროკოს (კანადა), ბადრაიჰენ  ჰალის ფილარმონიულ, ააგაუერის ფილარმონიულ (შვეიცარია), ვენის  სიმფონიურ (ავსტრია), ჰამბურგის სიმფონიურ ორკესტრებთან; უდირიჟორა საქართველოს სინფონიეტას, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და სხვ.  2005-2014 წლებში აქტიურად მოღვაწეობს თბილისის  ოპერისა და ბალეტის თეატრში.  2010-2014 წწ. დავით კინწურაშვილი ელიზაბეტ გასტის ხელოვნების ფონდის მუსიკალური ხელმძღვანელია.

 საგულოსხმოა მაესტროს პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის მენეჯმენტის ფაკულტეტზე.                                                                

2014 წლიდან დავით კინწურაშვილი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღანელია.