ქართველ ვოკალისტთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძემ დაამთავრა ლა სკალას აკადემია და თბილისი სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. კარიაულის კლასი).

ის წარმატებით გამოდის მსოფლიოს ისეთ წამყვან სცენებზე როგორიცაა: მილანის ლა სკლა, ლონდონის კოვენთ გარდენი, ბარსელონას ლისეუს თეატრი, არენა დი ვერონა, ლოს ანჯელესის ოპერა, ბერლინის და რაინის დოიჩე ოპერები, ტულიზის კაპიტოლი, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა, მადრიდის სამეფო თეატრი, ტოკიოს ნაციონალური თეატრი, ნეაპოლის სან კარლოს თეატრი, ვარშავის ვიელკის თეატრი, პარმის და ტურინის სამეფო თეატრები, ვენეციის ფენიჩეს თეატრი, გრაცის, ბილბაოს, ლაიფციგის ოპერა, მონპელიის, მარსელის და ნიცას თეატრები, პალერმოს მასიმოს სევილიის მაესტრანცას, თეატრი, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრი, ბაზელის, მონტე კარლოს და მალმოს ოპერა, თესალონიკის მეგარონი, aseve სპოლეტოს, მაჩერატას ვექსფორდის, ანნესის, ელ ესკორიალის, ვენეტოს დონასტიას, ალ ბუსტანის და სხვა პრესიჟული ფესტივალები.

ქეთევან ქემოკლიძემ უდიდესი წარმატებით შეასრულა ადრიანა ფერარეზეს (დონა ელვირას) როლი ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის კარლოს საურას ფილმში მე, დონ ჯოვანი“.

ქეთევანის ტალანტმა გამარჯვება მოიპოვა სხვა და სხვა საერთაშორისო კონკურსებზე, მათ შორის: პლასიდო დომინგოსოპერალია”, ტულუზის, ბარსელონას, ბელვედერის, . ობრაზცოვას და საქართველოს რესპუბლიკურ კონკურსებზე.                              მისი დისკოგრაფია მოიცავს: როსინის სევილიელ დალაქი, გუნოს რომეო და ჯულიეტადა “ფაუსტი”, ვერდის ოტელო”, ბერლინის ოპერნ-გალა, მასნეს ტაისი, შტრაუსის სალომე, მენდელსონის ზაფხულის ღამის სიზმარ”.

 

-უმშვენიერესი მოსასმენად და უმშვენიერესი სანახავად, საოცრად მომხიბვლელმა ქართველმა მეცოსოპრანო გაანათა სცენა - ოპერა მაგაზინე

 

-შესანიშნავი თავისი შესახედაობით და სამსახიობო ნიჭით, ელეგანტური მომრერალი გამჭოლი და კალეიდოსკოპულია ყველა ნიუანსში. ქემოკლიძე იმაზე მეტია ვიდრე მომღერალი: ის არის საოცარი და ყოველმხრივ დაჯილდოებული შემოქმედი, რომელიც ნამდვილად აცოცხელსბ როლებს სცებაზე - “ჯაპან თაიმსი”