ახალგაზრდა მუსიკოსი წარმატებით დაეუფლა პიანისტის პროფესიას ჯერ  ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო გიმნაზიაში, შემდეგ კი ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში ( ბაკალავრიატი და მაგისტრატურა).                

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად შთამბეჭდავია ჯილდოებისა და პრიზების ჩამონათვალი. გამოვყოფთ : საქართველოს მუსიკოს-შესრულებელთა კონკურსებს, სულხან ცინცაძის სახელობის კამერული ანსამბლის კონკურსს, ვლადიმერ სპივაკოვის საერთაშორისო ფესტივალს, და ა.შ.                                               

წარჩინებული პიანისტი სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის, საქართველო-ინგლისის კავშირის, სრულიად რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების, ეთერ ანჯაფარიძის სახელობის, ლ.ლეონსკაიას სახელობის, ზ. ფალიაშვილის სახელობის, საქართველოს პრეზიდენტის  სტიპენდიატი. სოლო კონცერტების პარალელურად თანამშრომლობს სიმფონიურ ორკესტრებთან (დირიჟორები:  ჯანსურ კახიძე, ვახტანგ კახიძე). ალექსანდრე ვასაძე ფორტეპიანოსთან ერთად დაეუფლა ორგანსაც  და ახალი ამპლუით წარდგა მსმენელთა წინაშე.