ახალგაზრდა მევიოლინემ ნიჭიერთა ათწლედის დსამთავრების შემდეგ, პროფესორ ერნსტ არაქელოვის ხელმძღვანელობით სწავლა განაგრძო აშშ-ს უნივერსიტეტ-კონსერვატორიებში (პროფ. კურტ ზასმანსჰაუზისა და დიმიტრი ბერლინსკის კლასი). მოიპოვა პრესტიჟული სტიპენდიები და სწავლა განაგრძო კიოლნის კონსერვატორიაში ( პროფ. გორიან კოშუტას კლასი). არის პირველი რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი. ვილნიუსში დვარიონასის სახელობის კონკურსის გამარჯვებული, ინგლისში ტანბრიჯ უელსის ახალგაზრდა მუსიკოს- შემსრულებელთა კონკურსის გრან-პრისა და სამი სპეციალური პრიზის მფლობელი. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო კონკურსის გამარჯვებული, მონტე-კარლოს ფესტივალის „პიკოლი მოცარტის“ ლაურეატი.    ნათია თანამშრობლობს დირიჟორებთან :ჯანსუღ და ვახტან კახიძეებთან, ვახტანგ მაჭავარიანთან, რევაზ ტაკიძესთან, პეტერ უნჯინთან, ალეხანდრო რივასთან, ქრისტოფერ ედისთან, ჯეიმს ფელენბაუმთან; თანბრიჯ უელსის სამეფო და სთარლნიგის კამერულ ორკესტრებთან, ცნობილ მევიოლინე ლიანა ისაკაძესთან.
2006 წელს ახალი მუსიკის ანსამბლ „
Recherche”-მ  ნათია მიიწვია ფრაიბურგში და ამ დროიდან ის აქტიურად ასრულებს თანამედროვე მუსიკას.  2011 წლიდან არის შვეიცარული თანამედროვე ანსაბმლ „კონვერგენს“-ის კონცერტმაისტერი.