ცნობილი ქართველი კომპოზიტორი  იმ თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც 70-იან წლებში გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე.  დავით თორაძის ხელმძღვანელობით დაეუფლა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის ხელოვნებას. 

შემოქმედებითი ბიოგრაფია ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ავტორია სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებების. მათ შორის: 4 სიმფონიის, კონცერტების ფაგოტისა და ორკესტრისთვის, ჩელოსა და კამერული ორკესტრისთვის; საფორტეპიანო კონცერტები, სიმებიანი კვარტეტები, ვოკალური ციკლები, ორატორია „გალობანი სინანულისანი“,  2 სონატა ფორტეპიანოსთვის, კანტატა ხალხური პოეზიიდან და 200-მდე საფორტეპიანო პიესა. ეს ნაწარმოებები არა ერთხელ აჟღერებულა თბილისის, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის,  ბაქოს, ტალინის, ევროპის და ამერიკის საკონცერტო დარბაზებში, კომპოზიტორის შემოქმედება აღნიშნული იქნა სხვადასხვა ჯილდოთი და პრემიებით.

 

ელიზბარ ლომდარიძის შემოქმედების საგულისხმო ნაწილი საბავშვო რეპერტუარს ეთმობა. 2010 წელს თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა ბავშვთა ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის ( 7 საბავშვო კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და 200 საპორტეპიანო პიესა ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის) დააჯილდოვა „ოქროს მედლით’. 2010 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ  კონკურსში მე-4 სიმფონია „კავკასიონი“ დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის დასახელებული  იქნა „წლის საუკეთესო ნაწარმოებად“ , ხოლო 2011 წელს „კამერული სიმფონია“ აღინიშნა ეროვნული პრემიით.