ბატონი ბაბაიანი ახალი ელიტარული პიანისტების რიცხვს მიეკუთვნება. ეს არის ელეგანტური დაკვრა, ინტელექტუალური და ამავე დროს ფერადოვანი, რაციონალური, მაგრამ ფაქიზი და ვნებიანი. ყველა დონეზე შეუდარებელია...“

„American Record Guide“

„... ესშემსრულებელიაგრძელებსროგორცვლადიმირჰოროვიცისხაზს, ასევეგლენგულდისას, ჩვენგვჯერა, რომმისგანბევრსიახლესშეიძლებაველოდოთ“.

 „Le Monde de la Musique“

 შეუდარებელიშეხება, იდეალურიჰარმონიულიფრაზირებადაარაჩვეულებრივივირტუოზულობა, მისიმუსიკაპირდაპირმსმენელსელაპარაკებოდა“.

  „La Figaro“

სერგეი ბაბაიანს ყოველთვის მგრძნობიარე და სიღრმით გამორჩეული ინტერპრეტაციები აქვს,  გამდიდრებული ემოციითდა დიდი ენერგეტიკით. სწორედ ამიტომაც აქვს მას სტილისტურად მრავალფეროვანი რეპერტუარი. სერგეი ხშირად ასრულებს  როგორც თანამედროვე კომპოზიტორთა (ლუტოსლავსკი, ლიგეტი, არვო პარტი), ასევე კლასიკურ-რომანტიული სტილის (მოცარტი, ბეთჰოვენი, ბრამსი, შუმანი) და რუს კომპოზიტორთა (რახმანინოვი, სკრიაბინი, პროკოფიევი) ნაწარმოებებს.

იმის მიუხედავად, რომ უდიდესი მუსიკოსების (გორნოსტაიევა, ნაუმოვი, პლეტნიოვი, ვლასენკო) სტუდენტი იყო მოსკოვის კონსერვატორიაში, მას არ ჰქონდა ქვეყნის დატოვებისა და დასავლეთ ევროპაში სწავლის უფლება. სერგეი პირველი პიანისტი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეძლო კონკურსში მონაწილეობის მიღება. პირველად ქვეყნის დატოვებას მოჰყვა რამდენიმე კონკურსში მოპოვებული პირველი ადგილი - რობერტ კაზადეზუსის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (ადრე ცნობილი,როგორც კლივლენდის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი) (1991), პალმ ბიჩის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (1990), ჰამამაცუს საფორტეპიანო კონკურსი (1991), შოტლანდიის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (1992). არის სხვადასხვა კონკურსების ლაურეატი - დედოფალ ელიზაბეტის , ბუზონის და ესთერ ჰონენსის საერთაშორისო კონკურსი (კალგარი, კანადა). ამ დროიდან მოყოლებული, მას მრავალი გასტროლი თუ ტურნე ჰქონია ევროპაში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

მის კონცერტებს ნიო იორკის კარნეგი ჰოლსა და ელის ტიული ჰოლში, კლივლენდის, ბალტიმორისა და დეტროიტის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად - დიდი აღიარება მოჰყვა კრიტიკოსების მხრიდან, როგორც მის კონცერტებს ამერიკის სხვა დიდ ქალაქებში. სერგეი ატარებს მასშტაბურ ტურნეებს ევროპასა და იაპონიაში. პრესტიჟულ დარბაზებში (გავოს დარბაზი პარიზში, ლონდონის ვიგმორ ჰოლი, ნიუ იორკის კარნეგი ჰოლი, ვარშავის ფილარმონია, კლივლენდის სევერენს ჰოლი, მოსკოვის კონსერვატორიის დიდი დარბაზი და მრავალი სხვა).

მისი კონცერტები ხშირად გადაიცემა რადიო და ტელეეთერით.  სერგეის ჩანაწერები აქვს გაკეთებული EMC, Connoisseur Society და Pro Piano labels-ისთვის.

სერგეის მრავალ დიდ ორკესტრთან ერთად დაუკრავს - კლივლენდის, ვარშავის ფილარმონიული, BBCშოტლანდიური სიმფონიური, ლილის ეროვნული,  ახალი სამყაროს, დეტროიტის, ბალტიმორის სიმფონიურ ორკესტრებთან ;  დირიჟორებთან (იური ტემირკანოვი, ნემ ჯარვი, ჰანს გრაფი, დევიდ რობერტსონი, კაზიმირზ კორდი და მაიკლ კრისტი).

 

ნიჭიერი მუსიკოსი სულ ახლის ძებნაშია, მან დირიჟორობის შესწავლა დაიწყო, რათა უკეთ გაცნობოდა ორკესტრს, შეესწავლა ან შეესრულებინა მეოცე საუკუნის მუსიკადა საფორტეპიანო კონცერტის შესრულებისას თვითონ ედირიჟორა ორკესტრისთვის. ამ ამპლუაში უკვე შესრულებული აქვს ბახის, ჰაიდნის, მოცარტის, შნიტკეს, პარტის, ვასკსის, შჩედრინისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.