ჩვენი დროის ერთერთი საუკეთესო ლირიკული ტენორი. წარმოშობით სერბი, გერმანიაში მოღვაწე საოპერო მომღერალი პროფესიას ეუფლებოდა ჯერ ბელგრადში, შემდეგ ფრანკფურტსა და მიუნხენში.

პირველად მსმენელის ყურადღება მიიქცია ჰერცოგის პარტიით ვერდისრიგოლეტოშიდა სწორედ აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა.

დღეს წარმატებული მომღერლის მოსმენა შესაძლებელია, ბავარიის, ბერლინის, ნიდერლანდების, ვენის, სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის, ტულუზის, დრეზდენის, ციურიხის,  პარიზის, ლონდონისქოვენთ-გარდენის“, ტოკიოს საოპერო თეატრებში, ბრიუსელისროიალ დე ლა მონტესადა კაპიტოლიის თეატრებში, სხვადასხვა ფესტივალებზე.

მისი მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს დრამატული ტენორის თითქმის ყველა მნიშვნელოვან როლს. საუკეთესოდ ახასიათებენ მის მიერ განხორციელებულ დრამატულ როლებს  სარეპერტუარო ოპერებში: „ტოსკა“, „ტურანდოტი“, „კარმენი“, „დონ კარლოსი“, „ბალ-მასკარადი“, "ქალიშვილი დასავლეთიდან“, „ლოენგრინი“, „ ანდრე შენიე“, „ნორმა“, „ნაბუქო“, „ტრუბადური“, „ბედის ძალა“, „სოფლის ღირსება“, „ტრავიატადა ..

მონაწილეობს მრავალ აუდიო და ვიდეო ჩანაწერში.

იანო ალიბეგაშვილის მოწვევით პირველად იმღერებს საქართველოში, ბელინის ოპერაშინორმა“.