„ირიაო“ ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფია, რომლის სახელწოდება გურული „კრიმანჭულის“ ერთ-ერთი შეძახილიდან -„ირიაო-ურუაო“ იქნა აღებული და მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია მხოლოდ 1 წელს ითვლის.

შემადგენლობა: დავით მალაზონია - კლავიშები, დავით ქავთარაძე - ქართული ხალხური საკრავები, შაკო ღელეყვა - ბასი, ლევან აბშილავა - დრამი, პერკუსია, გიორგი აბაშიძე, ბუბა მურღულია, მიხეილ ჯავახიშვილი - ვოკალი

ჯგუფის პოპულარობა და წარმატება განსაზღვრა დამფუძნებელმა და მუსიკალურმა ხელნძღვანელმა ცნობილმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ. ის ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში ვინც ქართული ფოლკისა და ჯაზის სინთეზი შეთავაზა მუსიკისმოყვარულებს. დავითი ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში და გერმანიაში ქმნიდა მუსიკას თეატრისთვის, ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისთვის, ჯგუფებისთვის., მათ შორის ცნობილი ქართული „ადიოსთვის“.

2013 წელს დათომ გადაწყვიტა შეექმნა ახალი ეთნო-ჯაზ ჯგუფი, რომლის მიზანი იქნებოდა არა ქართული უნიკალური ფოლკლორის მოდერნიზება, არამედ ჯაზის სტილში გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ დავით მალაზონიამ ამ ჟანრში შექმნა სრულიად ახალი კომპოზიციები, პროგრამა, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც.

არსებობის მცირე ხნის მიუხედავად ჯგუფმა უკვე მიიღო მონაწილეობა ესტონეთის, მალაიზიის, ინდონეზიის, უკრაინის, საფრანგეთის და საქართველოს ცნონილ ფესტივალებსა და ფორუმებში, დაგეგმილია მორიგი საინტერესო გასტროლებიც. „ირიაომ“ ახლახან პოლონეტში, როგალოვ ანალოგ-სტუდიაში ჩაწერა პირველი ალბომი “Rogalow Analog Adventures”.