ქეთა მერიკის შეეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტია, ღრმა და ინტელექტუალური საშემსრულებლო კულტურით.

დაიბადა თბილისში, 10 წლის ასაკში  გამოდიოდა თბილისის ეროვნულ და კამერულ ორკესტრებთან ერთად. წლიების მანძილზე მასთან თანამშომლობდნენ ბი-ბი-სის სიმფონიური,  საუტ-ბენდის სიმფონიურ ორკესტრები. არის სოლო და კამერული მუსიკის ფრიად გამოცდილი შემსრულებელი.  მის საინტერესო შემოქმედებას იცნობენ აშშ-ში, საქართველოში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, იტალიასა და გერმანიაში. შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს ლიზა ბათიაშვილთან, ალექსანდრე კორსანტიასთან, გრიგორი ფალკერსონთან,  სიმებიან კვარტეტებთან, მათ შორის საქართველოს სიმებიან კვარტეტთან.

ქეთევან ბადრიძე არის მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მათ შორის დიდი ბრიტანეტის ნიუპორტის, ცინცინატის, ახალი ორლეანის,  ბარტოკის, კაბალევსკის, პროკოფიევის სახელობის საერთაშორისო კონკურსების.

ჯერ კიდევ 1993 წელს მიიღო თბილისის კონსერვატორიის მუსიკის მაგისტრის წოდება. 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში, რომ განეგრძო სწავლა საუს ბენდში პროფესორ ალექსანდრე თორაძესთან, სადაც მიიღო მაგისტრის წოდება და ხელოვანის დიპლომი. საუს ბენდის საფორტეპიანო სტუდიასთან ერთად ის გამოდიოდა ევროპისა და აშშ-ს მრავალრიცხოვან სცენებზე, მათ შორის ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ლონდონის ვიგმორ ჰოლში, რომის სანტა სესილიას აკადემიაში და სხვ. საგულისხმოა მისი, როგორც მსოფლიო ამომავალი ვარსკვლავის  გამოსვლა ირვინგ გილმორის კლავიატურის საერთაშორისო ფესტივალზე ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR ) ეთერში. 2005 წლიდან ქეთევან ბადრიძე  ინდიანას შტატის საუტ-ბენდში  ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობასდა ამავდროულად პროფესორ ალექსანდრე თორაძის ასისტენტია.