"კონცერტის მსვლელობისას, დირიჟორი და ორკესტრი იმყოფებოდნენ ისეთ შინაგან ჰარმონიაში, რომ რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს დიდი ხნის დაქორწინებული წყვილი იდგა ჩვენს წინ და ერთი ასრულებდა მეორეს მიერ დაწყებულ წინადადებას”…

კატალენა ე.ბერჩი

არიზონა დეილი სტარი

 

ახალგაზრდა და თან აღიარებული ესპანელი დირიჟორი მეორედ ესტუმრა საქართველოს. მის მდიდარ შემოქმედებით ბიოგრაფიას ემატება კიდევ ერთი საგულისხმო პროექტი- ქართული ოპერის ისტორიაში ვ. ბელინის ოპერის „ნორმას“ საკონცერტო ვერსიის გამხორციელება.

დირიჟორის პირველი წარმატება უკავშირდება 2010 წელს სერ ჯორჯ სოლტის დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსს, სადაც პირველ პრემიასთან ერთად ფრანკფურტის რადიოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის თანაშემწის თანამდებობა მიიღო. აქედან დაიწყო გომესის წარმატებული კარიერა, კერძოდ მსოფლიოში ცნობილ ორკესტრებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა: მადრიდის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ჰიუსტონის სიმფონიური ორკესტრი, ოტავის ეროვნული ხელოვნების ცენტრის ორკესტრი, ჰამბურგის სიმფონიური ორკესტრი, ბაზელის სიმფონიეტა, ფრანფურქტის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და ეს არასრული ჩამონათვალია.

2016-17 წწ.-ში გომესი 4 წლით დაინიშნა  ტუსონის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ ხელმძღვანელად,  ამასთან დაგეგმილი აქვს თანამშრომლობა სხვა ცნობილ სიმფონიურ კოლექტივებთან.