„ბიგ-ბენდი“ დაარსდა 1997 წელს და ბოლო 30 წლის მანძილზე ერთადერთი საკონცერტო ორკესტრია საქართველოში. ორკესტრს ხელმძღვანელობენ : დამაარსებელი-გაიოზ კანდელაკი, სამხ.ხელმძღვანელი და დირიჟორი-გივი გაჩეჩილაძე, დირექტორი-კახი მარკოზაშვილი. ორკესტრში მოწვეულები არიან საქართველოში ცნობილი მუსიკოსები და მომღერლები: მაია ბარათაშვილი, ზაურ შავგულიძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მარი პავლიაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, მარიკო ებრალიძე, ბორის ბედია.

ბიგ-ბენდმა მოამზადა კომპოზიტორების: ბიძინა კვერნაძის, რუსუდან სებისკვერაძის, გურამ ბზვანელის,  აგრეთვე, ანსამბლ „ქართული ხმები“-ის საავტორო პროგრამები და მონაწილეობა მიიღო მათი ვარსკვლავების გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტებში. საერთაშორისო პროექტებიდან აღსანიშნავია ბიგ-ბენდის ერთობლივი კონცერტები გიუნტერ შულერთან (ამერიკული ორკესტრის USA ORCESTRA- დამაარსებელი,კომპოზიტორი და დირიჟირი), ბობ მინცერთან (ორი გრემის მფლობელი,კომპოზიტორი და საქსოფონისტი), როი აიერსთან (ცნობილი ამერიკელი ვიბროფონისტი) ,ამერიკულ ჯგუფ " LADIES BLUES "-თან, ჯაისონ ისააკთან (ცნობილი ბრიტანელი მომღერალი), დენ ტეპფერთან (ცნობილი ამერიკელი პიანისტი) და ..

ორკესტრს მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო: 2006 წელს მონტე კარლოს საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის გრან-პრი ბიგ-ბენდების ნომინაციაში.(www.mcjazzawards.mc). იმავე წელს, საქართველოში  "ხარისხის ნიშანი" , როგორც საუკეთესო კოლექტივს ამ სფეროში. 2011 წელს ჯილდო ნომინაციაში"ახალი ქართული ბრენდი".