წელს მეშვიდედ ჩატარდა, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარემ

ლაშა ჟვანიამ გახსნის საღამოზე კონსერვატორიაში აღნიშნა:

ფესტივალი ვითარდება, იზრდება და უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.ფესტივალების სამხატვრო ხელმღვანელებს შორის იყვნენ გამოჩენილი ქართველი მუსიკოსები:2006. _ ვალერიან შიუკაშვილი,2007. _ ბიძინა კვერნაძე,2008 . _ ლიანა ისაკაძე, 2009. _ ნიკოლოზ რაჭველი,2010. _ მარინე იაშვილი, 2011. _ ალექსანდრ კორსანტია. ბატონმა ლაშამ ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ ბოლო 2011 წლის ფესტივალი იმდენად კარგად და საინტერესოდ ჩატარდა, რომ საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა ალექსანდრე კორსანტია ამ ფესტივალის მუდმივ მხატვრულ ხელმძღვანელად აერჩია. წელსაც, ფესტივალი თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.  კონცერტი, ბევრი ახალი თუ ნაცნობი შემსრულებელი და ძალიან საინტერესო პროგრამა არის ის, რამაც ეს ფესტივალი წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად აქცია

საქართველოში. რა იდგა ფესტივალის საწყისებთან და რა უძღოდა მას წინ? ამ კითხვით ჩვენ ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მარიამ დავითაშვილს მივმართეთ.

მარიამ

დავითაშვილი _ ფესტივალის იდეას იმპულსი მისცა ჩემი ნათესავის, აკაკი რამიშვილის სურვილმა. აკაკი რამიშვილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის ვაჟი, რომელიც 4 წლის ასაკში  წაიყვანეს საქართველოდან და მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა. თუმცა, როგორც მან მითხრა, ერთი დღე არ ყოფილა საქართველოს გარეშე. მისი ფიქრები, მისი იმედები,მისი პერსპექტივები და ოცნებები ყოველთვის დაკავშირებული იყო საქართველოსთან. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მე სულ სხვანაირად დამანახა ჩემი სამშობლო! სულ სხვანაირად შემაყვარა ჩემიანები. ძალიან ფართო გაქანების, ფართო აზროვნების ადამიანი იყო. როდესაც მე მას დავუახლოვდი, ის უკვე მოხუცი იყო, მაგრამ ამავე დროს იყო ჩემზე ახალგაზრდა. სულ 3-ჯერ მოვახერხე მისი ნახვა. ბოლოს, 3 დღით ადრე გარდაცვალებამდე შევხვდი და მაშინ მთხოვა: ისეთი საქმე წამოიწყე, რომელიც წელიწადში ერთხელ ქართველებს მთელი მსოფლიოდან ჩამოიყვანს სამშობლოში“- . ეს ახლა არის წასვლა-წამოსვლა ძალიან ადვილი, მაგრამ მაშინ, 2000 წელსაც კი, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. აკაკი რამიშვილის გარდაცვალების შემდეგ მე დავიწყე ფიქრი ამ იდეაზე. მე მომივიდა თავში დამეფუძნებინა მუსიკალური ფესტივალი, რომელიც აღდგომის დღესასწულთან იქნებოდა მისადაგებული. 2006 წლამდე ამ იდეას ხორცშესხმა არ ელოდა. 2005 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შევხვდი, რათა ამ ფესტივალის კურთხევა მიმეღო. პატრიარქმა ძალიან დიდი ყურადღებით მომისმინა და მითხრა: რასაკვირველია, მე დავლოცავ ამ კეთილშობილური საქმის წამოწყებას! მითუმეტეს, რომ მე და მუსიკა

ხომ ერთად დავიბადეთ”.ამ სიტყვებით გამომისტუმრა და როდესაც გამოვედი იქიდან შევამჩნიე, რომ სახეზე ცრემლები მომდიოდა. შემდეგ კიდევ ერთი წელი მე ჩემს მეგობრებთან_მანანა ხვედელიძესა და ირინა სახამბერიძესთან ერთად ვმუშაობდი ამ ფესტივალის მომზადებაზე. ჩვენ დავაარსეთ აკაკი რამიშვილის ფონდი _ ტრადიცია და ინოვაცია”, რომელიც შემდგომში, პატრიარქის ფონდთან ერთად გახდა ამ ფესტივალის დამფუძნებელი. ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო ის, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებდით უნდა მოსწონებოდა პატრიარქს. ასე გაჩნდა ფესტივალის სახელიც:

„ აღდგომიდან ამაღლებამდე”. 2006 წლის პირველი ფესტივალი უფრო ექსპერიმენტის სახეს ატარებდა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც იყო იანო ალიბეგაშვილის პირველი სოლო კონცერტი თბილისში, მას უკვე სერიოზული ფესტივალების რანგში აყენებდა. იანო მანამდე 7 წელი არ ყოფილა საქართველოში და პირველად დაბრუნდა

ფესტივალისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან სიმბოლური იყო. იანოს დაბრუნება დაემთხვა იმ იდეას, ფესტივალის სათავეში ჩადებული აკაკი რამიშვილის მიერ. დაემთხვა ისიც, რომ პატრიარქს ძალიან მოეწონა ეს მომღერალი და მთლიანად კონცერტი. ყველაფერმა ამან, ამ პირველმა წარმატებამ თავისთავად მოიტანა ის, რომ ჩვენ საპატრიარქოს მეშვეობით დავუკავშირდით პატრიარქის საქველმოქმედო ფონდსდა იმის შემდეგ ამ ფონდის თანადგომითა და დახმარებით მოვედით ფესტივალის მეშვიდე წლამდე. ამან კი უკვე გამოიღო ის შედეგი, რომ დღესდღეობით საზოგადოება უკვე ელოდება ამ ფესტივალს”. 18 აპრილი _ საკრავიერი დუეტის საღამო ფესტივალის გახსნის დღეს ფესტივალის ორგანიზატორებმა საკრავიერი დუეტი გიორგი ვაჩნაძე (ფორტეპიანო) და სურენ ბაგრატუნი

(ვიოლონჩელო) შემგვთავაზეს. გიორგი ვაჩნაძე, `შტიენწაყ~- არტისტი, დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამერიკაში მან ლექსო თორაძის სტუდიაში ისწავლა. მას მერე, სხვადასხვა კონკურსზე მიღებულმა ჯილდოებმა და მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან

და დირიჟორებთან გამოსვლამ მუსიკოსს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. დღეს პიანისტი შემოქმედებით ზენიტში იმყოფება. ის ერთნაირად ფლობს ყველასტილისა და ჟანრის მუსიკას. ფესტივალის ფარგლებში გიორგი ვაჩნაძე წარმოგვიდგა ორ ჰიპოსტაზში: როგორც ანსამბლის წევრი, სურენ ბაგრატუნთან ერთად და როგორც სოლისტი თბილისის დასკვნით

საღამოზე, 22 აპრილს. ძნელი სათქმელია სად უფრო კარგად გრძნობს ის თავს. ორივე ჟანრში

მან საკუთარი მიდგომის ძალზე ფაქიზი და შესრულების დაუშრეტელი ფანტაზია შემოგვთავაზა. ანსამბლში მისი დაკვრა გამოირჩეოდა ინტელექტუალური და ამავე დროს ძალიან ემოციური მიდგომით. მუსიკალური კრიტიკოსი Fაუბიონ Bოწერს კლასიკურ მუსიკალურ ჟურნალ “Aმერიცან ღეცორდGუიდე -ში წერს: „ვაჩნაძე არის სრულყოფილი ხელოვანი, რომელიც ამჟამად საკუთარი მუსიკალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მწვერვალზე იმყოფება. იგი ფორტეპიანოსთან საოცრებებს ახდენს _ ფლობს ფაქიზ პიანისიმოს, მასიურ დიაპაზონებს და ყველაფერს, რაც მათ შორისაა”. საკრავიერმა დუეტმა იმ დღეს სონატების საღამო შემოგვთავაზა. პირველ განყოფილებაში შესრულდა ბეთჰოვენიs



მე-4 და მე-5 სონატები და მეორე განყოფილებაში რახმანინოვის სონატა თხზ. 19 სოლ მაჟორი. გიორგი ვაჩნაძის დახვეწილი პიანიზმი სურენ ბაგრატუნი


ობერტონებით მდიდარ ბგერასთან ერთად შესანიშნავ მუსიკალურ ქსოვილს ქმნიდა. მათი დუეტბეთჰოვენის სამყაროს ყველა ნიუანსს აჟღერებდა. ყოველგვარი ზედმეტი ეფექტების გარეშე დაკრულმა მუსიკამ თავისი იდეალური ტემბრალური პალიტრით ქართველი მსმენელის აღფრთოვანება გამოიწვია. დუეტის მეორე წევრი, ვიოლონ ჩელისტი სურენ ბაგრატუნი წლევანდელი ფესტივალის ნამდვილი მშვენება გახდა. დიდი მადლობა მისი და გიორგი ვაჩნაძის მოწვევისთვის ბატონ ალექსადრე კორსანტიას! სურენ ბაგრატუნს უდიდეს შემსრულებელთა კოჰორტაში დღეს ერთ- ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. იგი გამოდის მსოფლიოს ყველა უდიდეს სცენაზე და მისი საკონცერტო გრაფიკი დიდი ხნით ადრე არის გაწერილი. ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტი(ღიცჰარდDყერ) მასზე წერს: ,,სურენ ბაგრატუნმა კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარ ჩელოზე დაკვრის ოსტატობა; ინსტრუმენტზე, რომელიც მისი სხეულის გაგრძელებაა თითქოს“. სურენ ბაგრატუნი (ჩელო): თბილისში პირველად არ ვარ, აქაურობა ძალიან მომწონს; ჩემი წინაპრების ერთი ხაზი აქედან იყო წარმოშობით. გიორგი ვაჩნაძეს დიდი ხანია ვიცნობ; ჩვენ 1998 წელს შევხვდით ტაივანში. მას მერე ვმეგობრობთ და ერთად გამოვდივართ. მანამდე ვიცნობდი ალექსანდრე კორსანტიას და ლექსო თორაძეს. დღევანდელი კონცერტის პროგრამა საკმაოდ რთულია. არც ისე ხშირად ირჩევენ მუსიკოსები მას. ჩვენ ეს პროგრამა ერთხელ უკვე  გვაქვს ჩიკაგოში. მე მგონი დღეს კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მაყურებლით. იგრძნობა, რომ საქართველო დიდი ტრადიციების და კულტურის ქვეყანაა”. მადლიერმა თბილისელმა მაყურებელმა ოვაციები არ დააკლო შემსრულებლებს. მათ კი საჩუქრად, ბისზე, სულხან ცინცაძის მიერ არანჟირებულიიავნანა შესთავაზეს. ასე დასრულდა ეს საოცარი, ორი საკრავის, ინტიმური მუსიკით გაჟღენთილი, სონატების საღამო.

 _ საფორტეპიანო მუსიკის საღამო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსანდრე კორსანტიას გადაწყვეტილებით, ამიერიდან ფესტივალში მონაწილეობის საპატიო მისია ერგებათ ცნობილი საერთაშორისო კონკურსების გრან პრის მფლობელ ახალგაზრდა მუსიკოსებს. ამჯერად ასეთი გახდა 23 წლის ალიოშა იურინიჩი, რომელმაც სულ ახლახანს, 2012 წლის გაზაფხულზე გაიმარჯვა მილანის `შპაზიო თეატრო 89 – Eნცორე! ჩჰურა ჩჰერკასსკყ~ ფესტივალზე. ალიოშა ამჟამად საფორტეპიანო ოსტატობას ვენის და ზაგრების უნივერსიტეტებში ეუფლება. ახალგაზრდა მუსიკოსი უკვე 6 საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია. თბილისელი მაყურებლის წინაშე მუსიკოსი რომანტიკული რეპერტუარით წარსდგა. პირველ განყოფილებაში შესრულდა შუმანის დილის სიმღერა და ფანტაზია დო მაჟორი. მეორეში კი შოპენის ორი ნოქტიურნი და ლისტის უნგრული რაფსოდია. საფორტეპიანო მუსიკის ეს ურთულესი რეპერტუარი ახალგაზრდა მუსიკოსმა საოცარი ჩაღრმავებით, ბგერის უნაზესი წვდომით და მგზნებარე ტემპერამენტით მოგვაწოდა. სამი რომანტიკოსი კომპოზიტორი ალიოშამ განსხვავებული ფერთა პალიტრით გააჟღერა. შუმანის დილის სიმღერაში ბგერა იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ მუსიკა უფრო შუბერტის ასოციაციას იწვევდა. შუმანის ფანტაზიაში მან გრძნობათა მრავალფეროვან გამაში ლირიკული ნაწილი განსაკუთრებული წვდომით განასახიერა. ახლო იყო მისთვის შოპენის ნოქტიურნების სამყაროც. განსაკუთრებული სიფაქიზით გაჟღერდა #2 ნოქტიურნი, რე ბემოლ მაჟორი თხზ.27, რომელშიც ახალგაზრდა მუსიკოსმა თავისი ბუნების ლირიკული სული მთლიანად გაგვინაწილა და გულის სიღრმემდე ჩაგვწვდა (შეგიძლიათ მოისმინოთ ეს შესრულება Yოუ თუბ- ზე: Aლჯოშა ჟურინიც პლაყს F. ჩჰოპინ Nოცტურნე #2). აი რას წერს ჩემს მიერ ატვირთული ვიდეოს შესახებ ერთი ინტერნეტ- მსმენელი: `Bეაუტიფულ ინტერპრეტატიონ! შოპჰისტიცატედ ანდ ეხპერიენცედ, წიტჰ სუბტლე ცჰანნელინგ ოფ ემოტიონს~... ულამაზესი ინტერპრეტაციაა. ჩაღრმავებული და გამოცდილი, ემოციების უნაზესი გადმოცემით”... შოპენის პოლონეზში ალიოშა იურინიჩმა თავი გამოავლინა, არა მარტო ბგერის, არამედ დრამის ოსტატადაც. დასასრულს, თბილისელი მსმენელი არ მალავდა აღფრთოვანებას. მუსიკოსმა რამდენიმე ბისი შეასრულა, მათ შორის ურთულესი შოპენის მე-18 ტერციების ეტიუდი და დებიუსის ეტიუდი. ალიოშა იურინიჩი _ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი კონცერტით, თუმცა  სრულყოფილება არასდროს მიიღწევა; დარბაზმა ძალიან თბილად მიმიღო. მე შევთავაზე მათ რომანტიკული მუსიკა, რომელიც ახლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რაც შეეხება მილანის კონკურსს, იგი ეძღვნება ისეთ მუსიკოსს, შურა ჩერკასკისს, რომელსაც გარდა უდიდესი პროფესიონალიზმისა იცნობდნენ, როგორც საოცარი იუმორის მქონე ადამიანს. ალბათ ამიტომაც ამ ფესტივალზე, სხვა ადგილებისგან განსხვავებით უფრო თავისუფალი ატმოსფერო სუფევს. ჟიურის წევრები უშუალოდ გელაპარაკებიან, ისე, როგორც ჩვეულებრივი მსმენელები.. ფესტივალზეაღდგომიდან ამაღლებამდემონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე შევხვდი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩემთვის დაუვიწყარ მოვლენად დარჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. 20 აპრილი _ ვოკალური მუსიკის საღამო ეს დღე მიეძღვნა გამოჩენილ ქართველ მუსიკოსს, პიანისტ ვაჟა ჩაჩავას. ფესტივალის ორგანიზატორის, მარიამ დავითაშვილის თქმით, 20 აპრილი შეირჩა სრულიად შემთხვევით ამ საღამოსთვის. რაოდენ დიდი იყო მათი სიხარული, როდესაც აღმოჩნდა, რომ 20 აპრილი დიდი მაესტროს დაბადების დღეს დაემთხვა. მას წელს 78 წელი შეუსრულდებოდა. სპეციალურად ამ საღამოში მონაწილეობის მისაღებად პრაღიდან ჩვენი სახელოვანი სოპრანო ნანა ქავთარაშვილი( მირიანი) ჩამოვიდა. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე

 ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მომღერლები: სალომე ჯიქია _ სოპრანო, ნანა ძიძიგური _ მეცო სოპარანო, მამუკა მანჯგალაძე _ ტენორი, გიორგი წამალაშვილი _ ბარიტონი; სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი. საღამოს კონცერტმაისტერი იყო ვიქტორია ჩაპლინსკაია. პირველ განყოფილებაში გაჟღერდა რომანსები, ხოლო მეორეში საოპერო ნაწარმოებები. საღამო სიტყვით გახსნა კონსერვატორიის პროფესორმა, სახელოვანმა პიანისტმა, რეზო თავაძემ. ბატონი რეზო და ვაჟა ჩაჩავა კლასელები იყვნენ. ერთად სწავლობდნენ პროფესორ ვანდა შიუკაშვილის კლასში. ახალგაზრდა ვაჟა ჩაჩავას შესრულება თანამედროვეებს იმდენად მოსწონდათ, რომ თურმე ამბობდვაჟა ნენ: „მოდის თუ არა მეორე რიხტერი? ”- . თავად ვაჟა ჩაჩავა კი ასე მოძღვრავდა თავის მოსწავლეებს: „მუსიკაში სულ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბგერების, ანდა რიტმის სიზუსტე _ მთავარია გარდასახვა! როდესაც უკრავ ბეთჰოვენს, უნდა გარდაისახო ბეთჰოვენად, თუ ასრულებ პროკოფიევს

_ პროკოფიევად და .. ყველაზე ძნელი არის ის, რასაც არტისტი აკეთებს და მუსიკაშიც

 არტისტიზმი არის ყველაზე მთავარი”. არტისტიზმით იმ საღამოს ნამდვილად

 გამოირჩეოდნენ ჩვენი მომღერლები. განსაკუთრებით სულში ჩამწვდომი იყო ნანა ქავთარაშვილის (მირიანის) მიერ ვაგნერისიზოლდას სიკვდილის სცენის

 შესრულება. ნანა ქავთარაშვილი (მირიანი) _ ამ საღამოსთვის ძალიან ვღელავდი, რადგანაც

დღევანდელი კონცერტი ეძღვნება უდიდესი მაესტროს, ვაჟა ჩაჩავას ხსოვნას და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამ დღეს ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ გვინდოდა სოლო კონცერტის გაკეთება მასთან ერთად; ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით, რადგანაც მაესტრო გარდაიცვალა. მე მივუძღვენი დღეს ვაგნერისიზოლდას სიკვდილი

მის ხსოვნას, რადგანაც მას ძალიან უნდოდა, რომ ეს ერთად შეგვესრულებინა. ასევე უნდოდა მასბრუნჰილდას სიკვდილის სცენა”, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ მე და კონცერტმაისტერი ვიკა ჩაპლინსკაია. ამას ვაპირებთ ვაჟა ჩაჩავას გარდაცვალების დღეს. მე მქონდა ბედნიერება გამეცნო ვაჟა ჩაჩავა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. იმდენი მომცა მე ამ ერთმა წელმა და მასთან მუშაობამ, რომ მთელი ცხოვრება მეყოფა. ძალიან ბევრი შევისწავლე, ძალიან! ძალიან გული მტკივა, რომ ვერ განვახორციელეთ მის სიცოცხლეში ჩვენი გეგმები!.. ვიქტორია ჩაპლინსკაია _ სამწუხარო ვაჟა ჩაჩავასთან არ მქონია შეხების წერტილები; მე როდესაც ვსწავლობდი, ის უკვე მოსკოვში მოღვაწეობდა, მაგრამ ერთხელ, როდესაც აქ დაბრუნდა, მე მივედი ჩემს მოწაფესთან ერთად, რომ მეჩვენებინა მისთვის და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგანაც ყველაფერი ის, რასაც მე ვეუბნებოდი მოწაფეს, დიდმა მაესტრომაც ზუსტად იმავეს გაუსვა ხაზი. არაჩვულებრივი ჟღერადობით გამოირჩეოდა ახალგაზრდა მომღერლების კვარტეტი ფროლოვის ოპერიდან მარტა”. მაესტრო ვაჟა ჩაჩავას არტისტიზმის მასტერკლასი, საბედნიეროდ, დანათლულია ქართველ ვოკალისტთა თაობებზე. ვიქტორია ჩაპლინსკაიას შესრულება კი იმ საღამოს მუსიკალური შთაგონების და პროფესიონალიზმის ნამდვილი ნიმუშიიყო. კონცერტმაისტერები არ ჩანან ხოლმე ვოკალისტების ფონზე _ ასე იტყოდახოლმე ვაჟა ჩაჩავა _ მაგრამ როდესაც ისინი ჩანან, ყველა ხედავს, თუ რა დიდი როლი აკისრიათ მათ”. ვიქტორია ჩაპლინსკაიამ დამსახურებულად გაინაწილა იმ საღამოს აუდიტორიის აპლოდისემენტები. 21 აპრილი, კამერულ - საკრავიერი

მუსიკის კონცერტი ამ დღეს კონცერტში მონაწილეობას  იღებდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრისაქართველოს სიმფონიეტადა სოლისტები სურენ ბაგრატუნი (ჩელო) და ნინო დავითაშვილი (ვიოლინო). პირველ განყოფილებაში შესრულდა მოცარტის და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები. მეორე განყოფილებაში შედგა ოთარ ტატიშვილის ნაწაროებისამაღლებისპრემიერა; სოლისტი ნინო დავითაშვილი. პრემიერასძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. მოუსმინეთ `ამაღლებას” Yოუ თუბ-ზე: Oტარ თატისჰვილითჰე Aსცენსიონ~, ოთარ ტატიშვილი, ,,ამაღლება”. ოთარ ტატიშვილი _ ეს ნაწარმოები არის კონცერტის  მეორე ნაწილი. ისე მოხდა, რომ მეორე ნაწივიქტორია ჩაპლინსკაია, ნანა ქავთარაშვილი (მირიანი) ლი ზუსტად შობის დღეს დაიწერა და მართლაც ძალიან ამაღლებული განწყობა  მქონდა მისი წერისას, მთლიანი კონცერტი დავწერე 21 დღეში.  როდესაც შემომთავაზეს ამ ფესტივალისთვის ჩემი ნაწარმოები წარმომედგინა, მე გავუგზავნე მეორე ნაწილი  ჩანაწერი. ძალიან მოეწონათ და თბილისის გარდა,ქუთაისის პროგრამაშიც ჩართეს. მე, რასაკვირველია, გამიხარდა; გადავწყვიტე ამ ნაწილისთვის ფესტივალის გამო დამერქმიაამაღლება”, რაც , მგონი, მიესადაგება მის შინაგან განწყობასაც. მთლიანად კონცერტი ჯერ არ შესრულებულა, მაგრამ ახლო  მომავალში ვგეგმავ შემოქმედებით საღამოს სადაც მისი პრემიერა შედგება.

.. _ თქვენი მუსიკა ტონალურია და ძალიან მელოდიური; რამდენად იყენებთ ექსპერიმენტს ხმოვანებასთან მიმართებაში? .. – ბეთჰოვენს უწერია: „არასდროს არ უნდა იყოს სიახლე ხელოვნური, ის თავისით, ბუნებრივად უნდა მოდიოდეს” - . თანამედროვე კომპოზიტორები სხედან, იგონებენ, ქმნიან კონსტრუქციებს, ოღონდ იყოს რაიმე ორიგინალური, რაც ხშირად მუსიკისგან შორს არის ხოლმე, თუმცა მე მოდერნისტული ნაწარმოებებიც გამაჩნია, მაგრამ მუსიკალური ენის სიახლე არ არის ჩემთვის თვითმიზანი.

კონცერტის დასასრულს ჩვენთვის უკვე ნაცნობმასურენ  ბაგრატუნმა (ჩელო) ორკესტრთან

ერთად ჰაიდნის კონცერტი შეასრულა. საოცარი იმპულსური რიტმიკით და ამავე დროს, მთელი ნაწარმოების განმავლობაში, ინსტრუმენტის ყველა რეგისტრში უსუფთავესი, ანკარა ბგერებით მისმა შესრულებამ ნამდვილი ფურორი გამოიწვია მოუსმინეთ პირველი  ნაწილის ფრაგმენტს Yოუ თუბ-ზე: შურენ Bაგრატუნ ჩელლო (ტჰე ფრაგმენტ ფრომ ტჰე Hაყდნ ცელლო

ცონცერტ # 1 პარტ 1). ტოლი არ დაუდო სახელოვან სოლისტს ჩვენმა კამერულმაორკესტრმაც.

მაყურებლის თხოვნით, სოლისტმა ბისზე ბახის სოლო ნაწარმოები შეასრულა. ეს იყო თითქოს ზეცასთან საუბარი, არაამქვეყნიურის გარდამოსვლა. მაყურებელსდიდხანს არ უნდოდა მუსიკოსის სცენიდან გაშვება. სურენ ბაგრატუნი _ „ქართული სიმფონიეტაშესანიშნავი ორკესტრია! ერთი სიამოვნებაა მათთან  ერთად დაკვრა. ეს არც ისე ხშირად ხდება, როდესაც ორკესტრი და სოლისტი ასე თანხვდენილად გრძნობენ თავს! მართლაც საოცარი ენერგეტიკა აქვთსაქართველოს სიმფოენიტასმუსიკოსებს. მათი მოსმენა ყოველთვის ერთ სიამოვნებას უდრის. ბევრს ნიშნავს ჩემთვის ისიც, რომ გრძნობ, როგორ სიამოვნებთ მათ თავადაც მუსიკის შესრულება. ამაზე, მათი არა მარტო ხალისიანი, გაღიმებული სახეები მეტყველებენ _ ამას თითოეული ბგერის გადმოცემისას შეიგრძნობ. 22  აპრილი _ სიმფონიური მუსიკის საღამო თბილისის დასკვნით  საღამოზე პირველ განყოფილებაში შესრულდა მოცარტის უვერტიურაფიგაროს ქორწინებიდან”, შემდეგ ალექსი მაჭავარიანის სიმფონია #6 „პრომეთე _ ამირანი”. მონაწილეობდნენ თბილისის

ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ  მაჭავარიანი. ალექსი მაჭავარიანის მე-6 სიმფონია პროგრამულია და ერთნაწილიანი ქმნილება. იგიპროლოგთან ერთად მოიცავს  6 სურათს. ესენია: „კაცობრიობის 10 სასიკვდილო ცოდვა”,  „დაბნელება”, „პრომეთე და გოგონა”, „ოლიმპოსი”, „ცეცხლის მოტაცებადაეპილოგი”. როგორც კომპოზიტორის ვაჟმა და დირიჟორმა, ვახტანგ მაცჰავარიანმა გვაცნობა, ის მჭიდროდ თანამშრომლობდა მამასთან ამ სიმფონიის შექმნის პროცესში და შვიდივე სურათის დასათაურება მას ეკუთვნის. „პრომეთე _ ამირანისმუსიკა მართლაც  ძალიან შთამბეჭდავიადიდი მაესტროს საბალეტო მუსიკისადმი სიყვარული ნათლად  ჩანს ცალკეულ ეპიზოდებში. ეფექტურად აქვს კომპოზიტორს გამოყენებული ბახის მი მინორის პარტიტიდანავე მარია კლავესინისთვის, რომელიც ენაცვლება  შემდგომ მთელი  ორკესტრის ბანებში სვანურლილეოსგატარებას, რამაც ერთ მომენტში “Dიეს Iრაე”- ასოციაციაც გამოიწვია ორკესტრობის გამო. მართლაც საინტერესო იყო ამ სიმფონიის დღევანდელ დღეს მოსმენა;  ის ძალზე თანამედროვედ ჟღერს და ნამდვილად იმსახურებს, რომ საბალეტო ჟანრშიც, სცენაზე გადაინაცვლოს. კონცერტის მეორე განყოფილებაში შესრულდა სერგეი რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი _ სოლისტი გიორგი ვაჩნაძე. ეს შესრულება  ნამდვილად  ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტაციებს  შეიძლება მივაკუთვნოთ.  პიანისტი  შესანიშნავად

 ფლობს რახმანინოვის მუსიკის  დრამატული  ქარგის გადმოცემის უნარს და ლირიკულ ჭვრეტასაც, რომელიც არსად  არ გადადის სენტიმენტალიზმში.  განსაკუთრებით  ვისიამოვნე მეორე ნაწილის მოსმენით, რომლის ფრაგმენტსაც  გთავზობთ  Yოუ თუბ- ზე: Gეორგე Vატცჰნადზე პლაყს ღაცჰმანინოფფ ჩონცერტ # 2 პარტ 2. რახმანინოვის  შემდეგ ნანა ქავთარაშვილმა (მირიანმა) ორკესტრთან ერთად  შეასრულალოცვავერდის ოპერიდანბედის ძალა”, ხოლო კონცერტის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის “Aგნუს Dეიშესრულდა. დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად მრავლისმთქმელი დასასრულია ფესტივალის დასკვნითი დღისათვის. კათოლიკოს-პატრიარქი თავად ბრძანდებოდა ამ საღამოზე. დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებას არ მალავდა პატრიარქის მუსიკის მოსმენის შემდეგ. “Aგნუს Dეიაგრძელებს პატრიარქის მიერ დაწყებული საეკლესიო

ლიტურგიის ნაწილების სერიას.  მანამდე დაწერი “Aვე Mარია”- , “შანცტუს”- ისა და “Aგნუს Dეი”- დღეს უკვეთე დეუმ” - იც შეემატა, რომლის ერთი  ნაწილის პრემიერა პარიზში, „იავნანასმიერ ორგანიზებულ კონცერტზე გაიმართა. “Aგნუს Dეი”- მონაწილესოლისტებმა, ნანაქავთარაშვილმა (სოპრანო) და სულხან გველესიანმა (ბარიტონი), მართლაც დიდი ტრაგიზმით გადმოსცეს ავტორისეული სევდა და ნაღველი, რამაც დიდი, ეპიკური ფრესკის სურათი კიდევ უფრო გააღრმავა. პატრიარქის ამ ნაწარმოებს დირიჟორობდა არანჟირების და ორკესტრობის ავტორი, კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე. პუბლიკა ტაშით გამოხატავდა კმაყოფილებას და ორკესტრმაც, ახლა უკვე ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით რევაზ ლაღიძის `საჭიდაოთი~ ბისზე დაასრულა საღამო. სხვების არ ვიცი და ჩემს სულს “Aგნუს Dეი”- შემდეგ არაფრის მოსმენა აღარ ესაჭიროებოდა. თუმცა,  ამ მცირე გამონაკლისს არ შეუშლია ხელი  ჩემი სიამოვნებისათვის მთლიანად, თბილისის 5 დღიანი საფესტივალო პროგრამითა და მონაწილეებით. დიდი  მადლობა ამისთვის ფესტივალის ორგანიზატორებს! კონცერტის დასასრულს გავესაუბრეთ დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანს. . მაჭავარიანი _პირველ რიგში მე ძალიან კმაყოფილი ვარ ორკესტრით. არაჩვეულებრივად დაუკრეს  ძალიან რთული  პროგრამა. თვითონ  ფესტივალი  წელს ძალიან საინტერესო  პროგრამით და მუსიკოსთა მონაწილეობით გამოირჩეოდა. მაგალითად  ვიოლონჩელისტი სურენ ბაგრატუნი, არაჩვეულებრივი მუსიკოსია! ფესტივალის დონე იწევს, მატულობს ყოველწლიურად, ძალიან საინტერესო ამბები ხდება; მე პირადად მესამე წელია ვმონაწილეობ ამ ფესტივალში. გიორგი ვაჩნაძე უზარმაზარ პატივს ვცემ უწმინდესს, პატრიარქს ილია მეორეს, მრავალი და მრავალი

მიზეზის გამო. მიმაჩნია, რომ ეს არის საოცარი პიროვნება, მაგრამ გარდა ამისა, მაქვს პირადი ძალიან დიდი სიყვარული! ეს შეეხება იმას, რომ უწმინდესმა დაგვლოცა ჩვენ, მამაჩემიც და მეც, როდესაც ჩვენ მივდიოდითვეფხისტყაოსნისდასადგმელად პეტერბურგის მარიის თეატრში; ეს ერთი და მეორე კიდევ ის, რომ როდესაც მამა 1995 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა, უწმინდესი თავის ფეხით მოვიდა იანვრის პირველ დღეებში ჩვენს სახლში დაუკანასკნელი ლოცვა აღუვლინა მამაჩემს. ეს დაუვიწყარია ჩემთვის! ეს იყო ბრყინვალე შვიდეულის მართლაც ბრწყინვალე მუსიკალური კვირა და ფესტივალისაღდგომიდან ამაღლებამდეთბილისის ნაწილი ამით დასრულდა. 22 აპრილი _ სტეფანწმინდა ფესტივალის რეგიონების ნაწილი 24 აპრილს, სტეფანწმინდაში გაგრძელდა. რატომ სტეფანწმინდა? ალბათ ისევ და ისევ იმ მუხტის გამო, რაც ამ ფესტივალის სათავეებთან იყო დაკავშირებული. სტეფანწმინდა ხომ პატრიარქის სამშობლოა. მეც, საორგანიზაციო ჯგუფთან და მუსიკოსებთან ერთად, გავემგზავრე საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში. სტეფანწმინდაში კონცერტი საშუალო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. აპრილის მზით გამცხუნვარებულ დღესაც კი სკოლაში გათბობა იყო ჩართული, რადგანაც მთაში ჯერ კიდევ სიცივე იყო. სცენის არქონის გამო მუსიკოსები პირდაპირ სპორტულ დარბაზში, კედელთან გამოდიოდნენ. ზემოდან კი მათ ფანჯარაში ბუმბერაზი მყინვარწვერი  დასცქეროდა და თითქოს მოწონების ნიშნად თავს უკრავდა. სპორტული დარბაზი  გაიჭედა სკოლის მოსწავლეებით. უნდა  გენახათ  რა მოთმინებით ელოდნენ ისინი   იმ საათს, სანამ თბილისიდან ჩამოყვანილი  პიანინოს ამწყობი  დაასრულებდა თავის საქმეს.  არავის ფეხი არ მოუცვლია ადგილიდან. იმ დღის პროგრამაში  იყო ვოკალური  მუსიკადაანსამბლთსუ” _ გორდელასგამოსვლა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისიდან თავის მშობლიურ

მხარეს ნანა  ქავთარაშვილი (მირიანი) ეწვია. ნანას მამა ყაზბეგთან ახლო  მდებარე სოფლიდანაა წარმოშობით. მომღერალს იმდენად უყვარს თავისი კუთხე, რომ საგვარეულო კოშკიც კი შეიძინა და ზაფხულობით თავისი სახელოვანი კოლეგების სტუმრობას ელოდება ხოლმე თავის მამულში. ნანამ  შეასრულა  რომანსები და საოპერო არიები.  დარბაზი სულგანაბული უსმენდა. დარბაზმა ყველა ნაწარმოები მქუხარე ტაშით  დააჯილდოვა, მაგრამ ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც, კაჩინისავე მარიასჰქონდა. ამ ლოცვის მსგავს არიას ნანას შესრულებით არ შეიძლება ნებისმიერი მსმენელი არ მოენუსხა. ბავშვები კი ყველაზე მადლიერი მსმენელები აღმოჩნდნენ იმ დღეს. ნანას შემდეგ გამოვიდნენ სალომე ჯიქია (სოპრანო) და მამუკა მანჯგალაძე (ტენორი). მიუხედავად მგზავრობისა, მომღერლებმა არაფერი არ დააკლეს თავის გამოსვლას და დიდი  გრძნობითა  და შთაგონებით   იმღერეს. მამუკას გულში ჩამწვდომი    ლირიკული   ტენორი,  დღესაც  კი ყურში  ჩამესმის. იმ საღამოს  კონცერტმაისტერი იყო ფესტივალის შეუცვლელი პარტნიორი ვიქტორია ჩაპლინსკაია. მიუხედავად არცთუ  ბოლომდე მოწესრიგებული პიანინოს წყობისა, მან მომღერლებს  ღირსეული პარტნიორობა გაუწია. მოხევე ბავშვები და მათი პედაგოგებიც ძალიან კმაყოფილები სჩანდნენ. კონცერტის მეორე ნახევარში, მსმენელთა წინაშე გოგონათა ფოლკლორული ანსამბლითსუ _ გოდელაგამოვიდა. 8 გოგონასგან  შემდგარმა  ანსამბლმა ახალგაზრდული შემართებითა  და ეშხით  იმღერა. ბევრი ფოლკლორული  ჰიტი  გააჟღერეს: ,,საპატარძლო სახუმარო~, „დილაო~, `სატრფიალო~ და სხვა. ვფიქრობ, რომ ამ ანსამბლს   ძლიერი ხმებითა  და ინსტრუმენტების  სრულყოფილი ფლობით  მსოფლიოს  ნებისმიერ  წერტილში შეუძლია მოხიბლოს მაყურებელი. ინსტრუმენტების ჩამონათვალში   შედის: ჩონგური, ფანდური, სალამური, ჩანგი,  ჭიბონი, ჭუნირი, დოლი, დაირა. კონტრაბასის ზომის ჭუნირი, სპეციალურად   ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის მზადდება   და საინტერესო ჟღერადობა  გააჩნია. კონცერტის შემდეგ  ვესაუბრეთ ანსამბლის ხელმძღვანელს თამაზ მამალაძეს. თამაზ  მამალაძე _ ანსამბლითსუ _ გორდელაჩამოყალიბდა 2007 წელს და მასში გაერთიანებულია უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 8 სტუდენტი გოგონა. ჩვენი ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს საქართველოს ყველა კუთხის ნიმუშებს და ვცდილობთ, რომ ჩვენებური ჟღერადობა, ჩვენებური სახე გვქონდეს, ისეთი, როგორიც სხვა ანსაბლებში არ არის”. .. _ ანსამბლის სახელი და ინსტრუმენტები თქვენი იდეით არის შერჩეული? .. _ მოგეხსენებათ, ანსამბლიგორდელაიყო ლეგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ხალხურ ხელოვნებაში.  პირველმა ამ ანსამბლმა აიტანა საგალობელი ქართულ სცენაზე და მე პირადად ძალიან გული მწყდებოდა, რომ არავითარი ხსენება არ იყო ამ ანსამბლის; არავის აღარ ახსოვდა თითქოს და ამიტომ გადავწყვიტეთ პროტესტის ნიშნად დაგვერქვაგორდელა~, ოღონდ ამჟამად  ამ სახელს დაემატა წინთსუ“, რაც ჩვენი ანსამბლის ბაზაზე, სახლმწიფო უნივერსიტეტზე მიუთითებს. კონცერტი სტეფანწმინდაში პირველი იყო რეგიონებში გათვალისწინებულ კონცერტებს შორის. წინ კიდევ 3 კონცერტი გველოდა ამაღლებამდე. 8 მაისი _ მარტვილი მარტვილში ფესტივალის პროგრამა სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში იყო დაგეგმილი. პროგრამა საოპერო მუსიკის ფრაგმენტებს და ჩარლი ჩაპლინის კინომუსიკას მოიცავდა. ასრულებდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის სოლისტები. დირიჟორი მარიანო რივასი (ესპანეთი). სამწუხაროდ, მარტვილში ჩემი წასვლა ვერ მოხერხდა. ამიტომ ფესტივალის ორგანიზატორის, მარიამ დავითაშვილის სიტყვებით გადმოგცემთ, თუ რა ატმოსფერო სუფევდა იქ. მარიამ დავითაშვილი _ კონცერტის ატმოსფერომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ხალხი მოწყურებული იყო ცოცხალ შესრულებას. კონცერტის დროს წამოვიდა წვიმა; მართალია სცენა გადახურული იყო, მაგრამ ეზოში, ღია ცის ქვეშ განლაგებულ მაყურებლთა დარბაზს აწვიმდა. ხალხს არ ჰქონდა ქოლგები, მაგრამ არავინ განძრეულა. თითქმის ყველა თაობის ადამიანი იყო მოსული; იქვე იყვნენ პატარაბავშვები  სემინარიიდან.  ყველას თვალებში ისეთი სიყვარული იყო, ისეთი მონდომება, რომ გაოცებული დავრჩით. თავად  დირიჟორი რივასი ამბობდა: „მე ასეთ მსმენელს ევროპის დიდ დარბაზებშიც კი ვისუვრებდი! ”  - . 22 მაისი _ ქუთაისი ფესტივალის ქუთაისის პროგრამა არაჩვეულებრივად საინტერესო და მრავალფეროვანი  იყო. პირველ განყოფილებაში შესრულდა კომპოზიტორ იოსებ (სოსო) ბარდანაშვილის ნაწარმოებები. ასრულებდნენსაქართველოს სიმფონიეტადა სოლისტები: ედიშერ სავიცკი (ფორტეპიანო), ლევან ცხადაძე (კლარნეტი), ჰაიკ ბაბაიანი (ჩელო), სალომე ჩიტაია და ნინო ბარქაია (ფნო). ისრაელში მცხოვრებ, სოსო ბარდანაშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და მრავლისმთქმელია ქართველი მსმენელებისთვის. სოსო ბარდანაშვილი საქართველოში დაიბადა და პროფესიულად აქ ჩამოყალიბდა. 1995 წელს ის ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა თავის თავს დღესაც ქართველ კომპოზიტორად აღიქვამს.  „მე დავიბადე საქართველოში, ჩემი დედა ენა ქართულია. მე ქართველი კომპოზიტორი ვარ, ქართველი ერისთვის დამახასიათბელი არტისტიზმითა და ტემპერამენტით, თუმცა შესაძლოა, ამავე დროს, ებრაელი ერისთვის დამახასიათებელი  სამყაროს აღმის უნარით”. ისრაელში მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა  დღეს მთელი სისავსით და ბრწყინვალებით მიმდინარეობს. მას უკვეთავენ ნაწარმოებებს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრები და იგი სასურველი სტუმარია ყველა მუსიკალურ ფესტივალზე. წელს ბარდანაშვილი ფესტივალისაღდგომიდან ამაღლებამდესაპატიო მოწვეული კომპოზიტორი იყო. მისი ნაწარმოებები შესრულდა როგორც ქუთაისში, ასევე დასკვნით საღამოზე, ამაღლება დღეს, ბათუმში. ქუთაისში მისი რამდენიმე ნაწარმოები შესრულდა. ესენია: „პერპეტუუმ მობილე~, ფორტეპიანოსთვის 4 ხელში, „მეტამორფოზა~ კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის, „წყვილი~ კლარნეტის, ჩელოსა და სიმებიანებისთვის, „ფანტაზია~ სოლო ფორტეპიანოსთვის დაწერტილებისიმებიანი ანსამბლისათვის. „წყვილი~ თავად ავტორმა იდირიჟორა. ნაწარმოების შესრულებას მან წინასიტყვაობა დაურთო. სოსო ბარდანაშვილი _ ჩემი ნაწარმოები, რომელსაც თქვენ ახლა მოისმენთ, მე მივუძღვენი ჩემს მშობლებს. მოგეხსენებათ, ჩვენ როდესაც ვბერდებით,

მშობლები ჩვენ გვცილდებინ, მიდიან ამ სამყაროდან. ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ძალიან ხშირად გვემართება ის, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს მათთან სასაუბროდ; ან ისინი არიან დაკავებული, ანდა ჩვენ ვართ ჩვენიეგოთიდაკავებულნი. როდესაც  ისინი მიდიან, აი, მაშინ ხვდები, რამდენი რამე არ გიკითხავს მათთვის! სად ისწავლეს, რა იყო ან როგორ იყო, ან მამა ვინ იყო ან დიდი ბაბაუ ვინ იყო... სულ გგონია, რომ იცი და მოასწრებ, მაგრამ როდესაც ისინი მიდიან ხვდები რომ ვერ მოასწარი ბევრი რამ... აი, ასეთ დროს, ჩვენ გვეფიქრება სიღრმეებზე, რომელიც ადრე არ განგვიცდია. დედაჩემი ქუთაისიდან იყო წარმოშობით. მე გავიზარდე აქ. ტროლეიბუსი იყო ჩემთვის დიდი საოცრება, მარტო ქუთაისში იყო და იმიტომ. ჩემთვის ქუთაისი იყო უდიდესი ქალაქი და დღემდე ასეთად რჩება! ეს ნაწარმოები მათ ხსოვნას ეძღვნება. მე მინდა, რომ მათთან ერთად ავმაღლდეთ დღეს. იყოს ეს შუქით სავსე შეხვედრა, ჩემი შეხვედრა თქვენთან. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ბრწყინვალე მუსიკოსებს სოლისტებმა და ორკესტრმა მართლაც ძალზე ამაღელვებლად დაუკრესწყვილი”, რომლის სოლისტები იყვენენ ლევან ცხადაძე (კლარნეტი) და ჰაიკ ბაბაიანი (ჩელო). მაყურებელი სულგანაბული  უსმენდა. რთულია თანამედროვე მუსიკის აღქმა, მითუმეტეს არ იცი როგორ აღიქვამენ მას რეგიონში. ამ მხრივ ქუთაისმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ დიდი ტრადიციების და კულტურის ქალაქია. ოღონდ ერთი რამ მაინც უნდა ითქვას: მობილური ტელეფონების გათიშვას ჯერ ქუთათურები არ არიან შეჩვეული. ვუსურვებდი მათ, მომავალ ფესტივალამდე, ეს არასაპატიო ჩვევა წარსულს ჩააბარონ. ლევან ცხადაძე, ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი კლარნეტისტი, წელს ფესტივალს პირველად სტუმრობდა. ახალგაზრდა მუსიკოსი  ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოში მუსიკალური ხელოვნების, და კერძოდ, სასულე საკრავების დონის ამაღლებისათვის. მის მიერ არის დაარსებული სასულე საკრავთა ყოველწლიური კონკურსი. თავად მისი შესრულება ყოველთვის გვთავაზობს ახალ ჰორიზონტებს, მუსიკალური თვალთახედვის  სიღრმეებს. .„წყვილის  მეორე სოლისტი, ჩელისტი ჰაიკ ბაბაიანი, სომხეთიდან არის. ამჯერად ის   „სიმფონიეტასმოწვეული  მუსიკოსია.  ახალგაზრდა ნიჭიერი  მუსიკოსი გამოდის  როგორც სოლისტი, და როგორც ანსამბლის წევრიც. ლევან ცხადაძეს კონცერტის შემდეგ გავესაუბრე. გთავაზობთ ამ საინტერესო ინტერვიუს. ლევან ცხადაძე _ წელს მე პირველად ვთანამშრომლობ ფესტივალთან. ძალიან მიხარია ეს! ჩემთვის უდიდესი პატივია ბატონ სოსო ბარდანაშვილთან მუშაობა და მისი ორი ნაწარმოების შესრულება. პირველად ვასრულებ მის ნაწარმოებებს და მართლა ძალიან მიხარია! ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი  გეგმა სამომავლოდ, შეიძლება რაიმე  ახალიც შეიქმნას კლარნეტისთვის... პირადად ჩემთვის და ჩვენთვის, ყველასათვის... ვილაპარაკეთ ამაზე და ვნახოთ რა გამოვა. მე შევასრულე ფესტივალზე სოსო ბარდანაშვილისწყვილიდამეტამორფოზა“. „წყვილიორიგინალური ვერსიაა, რასაც ვასრულებთ, ანუ კლარნეტი, ჩელო, სიმებიანი ორკესტრი; „მეტამორფოზაკი არის ალტისა და ფორტეპიანოსთვის დაწერილი, მაგრამ თვითონვე გადააკეთა შემდეგ ჩელოსთვის, კლარნეტისთვის, და ფლეიტისთვისაც _ ჯერჯერობით ეს სამი ვარიანტია. ალტის ვერსიაც მოსმენილი მაქვს და ჩელოსიც, მაგრამ მე რატომღაც კლარნეტის უფრო მომწონს _ არა იმიტომ რომ კლარნეტისტი ვარ - (იცინის); დიდი სიამოვნებით შევასრულე ჩემი  პარტია  და თანაც მე პირველად სცენაზე შევასრულე ბას-კლარნეტზეც, ანუ ამ ნაწარმოებში ორივე კლარნეტს ვხმარობ. უკვე ორი თვეა ვმეცადინეობ ბას-კლარნეტზე და მინდა ვთქვა,  რომ არ არის ადვილი მასზე დაკვრა! .. _ არ არის ძნელი 2 ინსტრუმენტის მონაცვლეობა ერთ ნაწარმოებში?  ლ.. _ თავიდან ძნელია, შემდეგ უკვე ეჩვევი... .. _ რას გვეტყვით თქვენს მიერ შესრულებულ სოსო ბარდანაშვილისმეტამორფოზაზე?” .. _ როგორც თვითონ კომპოზიტორმა ამიხსნა, ამ ნაწარმოებში არის გაერთიანებული ბევრი სხვადასხვა ცხოვრებისეული მომენტი, და ამას მე თვითონაც ვხვდებოდი, როდესაც დავიწყე ამ ნაწარმოების გარჩევა. ბარდანაშვილს აქვს გამოყენებული სხვადასხვა კომპოზიტორების   ფრაზები და იმასაც გეტყვით თუ რატომ. მე როგორც მივხვდი, ძირითადად ეს არის ამბავი ერთი ადამიანისა, ოღონდ მისი სხვადასხვა ადგილებში ყოფნაა ნაჩვენები. მაგალითად, ერთი ადგილია რესტორანი; კარი იღება და იქ არის ცეკვა, თამაში, სმა, წრეგადასული გართობა და .. უეცრად ეს ყველაფერი  წყდება  და ეს კაცი ტირის, ,,რა მეცეკვებოდა, როდესაც ეს და ეს მაწუხებს”... კიდევ იქ არის ფორტეპიანოს ფესტივალი ფესტივალის საორგანიზაციო ჯკგუფი მუსიკოსებთან ერთად 13 ფესტივალი ფრაზა, სადაც სრულდება  მენდელსონის ,,ზაფხულის ღამის სიზმარიდანსკერცო,რომელიც მიდის ძალიან ჩქარა, მარგამ ბატონ სოსოს ეს აქვს გადაკეთებული და სრულდება ასჯერ ნელა; ანუ ეს იმ ზღაპრის გაგრძელებაა, იმ გაურკვევლობაში ყოფნა თითქოს. აქ ბევრი  ტირილია, ძალიან ბევრი ნამდვილად! .. _ რაზეა ეს ყველაფერი, სიზმარი ხომ არ არის? . _ არ ვიცი,

მეტამორფოზამე ძალიან, ძალიან შემიყვარდა და აუცილებლად კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ დავუკრავ მას. . _ მოგვიყევით თქვენს მუშაობაზე ჰოლანდიაში?  ლ.. – ჩემი სამუშაო დღესდღეობით არის, რა თქმა უნდა, კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში, მაგრამ ჩემი მთავარი და ძირითადი  სამუშაო არის საქართველოში. აქ უკვე მეოთხედ ჩატარდება  ნოემბერში ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, რომელიც ჩემი  ინიციატივით  დაარსდა. ასევე, 3 წელია უკვე ვატარებ  ჭიათურაშისაქართველოს   სინფონიეტასთანერთად აკადემიას, რომელიც ერთი დღე ტარდება და დაახლოებით  50-მდე სტუდენტი მიგვყავს კონსერვატორიიდან, რუსთავის მუსიკალური სასწავლებლებიდან, ქუთაისიდან. ვიკრიბებით ჭიათურაში... .. _ ჭიათურაშიც გვხვდებიან სტუდენტები? .. _ რა თქმა უნდა იქაც არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პიანისტია და ძალიან ცოტა სიმებიანი საკრავების, და საერთოდ, არცერთი ჩასაბერ საკრავთა მუსიკოსი! მინდა კმაყოფილება გამოვხატო და ვთქვა, რომ ჩვენმა იქ სიარულმა გამოიღო შედეგი და წელს ჭიათურელებმა იყიდეს ახალი როიალი და 12 ვიოლინო და ეს არის ნამდვილი რევოლუცია! ძალიან გვიხარია!  ეს მიგვანიშნებს იმას კი არა, რომ საქმე დამთავრდა, არამედ, იმას რომ განვითარების საშუალება არსებობს! .. _ ბავშვები თუ არიან ნიჭიერები? . _ ბავშვები არიან ნიჭიერები ყველგან, მთელ საქართველოში! 10-დან 9- აქვს ვარსკვლავის პოტენციალი! .. _ ალბათ ეს არის ის ძალა, რაც თქვენ სტიმულს გაძლევთ ამ საქმეში? .. _ გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ დღეს კლასიკურ მუსიკაში არა გვაქვს საქმე საზეიმოდ. კლასიკური მუსიკის დონეს განაპირობებს პროფესიონალები და არა რამდენიმე ვარსკვლავი, რომლებიც მრავლად არიან წასული საქართველოდან და ზოგი აქაც არის, მაგრამ ისინი არ ქმნიან საერთო დონეს. საერთო დონეს ქმნის პროფესიონალები, მარტო მუსიკაში კი არა, ყველა დარგში, იქნება ეს სპორტი თუ მუსიკა. როდესაც გყავს ერთი თავდამსხმელი, რომელსაც    გააქვს გოლები ცნობილ გუნდებში, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი ფეხბურთის გუნდი ჰყავს. იგივეა ზუსტად მუსიკაში, როდესაც გყავს ლიზა ბათიაშვილი და ბევრი სხვა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მევიოლინეების დონე მაღალია  და ასე შემდეგ. ამას სჭირდება მრავალი წლის მუშაობა, რომ ეს დონე გაიზარდოს, რომ მივუახლოვდეთ მაინც ევროპულ დონეს. სწორედ ეს ორკესტრი, სახელწოდებითსაქართველოს სიმფონიეტა,~ ჩემის აზრით, არის იმის საწინდარი, რომ მათ მაგალითს სხვებმაც მიბაძონ _ როგორ მუშაობენ, როგორ მეცადინეობენ,როგორ აქვთ ყურები გახსნილი და ტვინებიც გახსნილი და როგორ უნდათ, რომ ევროპული ტრადიცია, რომელიც ასევე ძალიან მწირედ არის საქართველოში, შეისწავლონ, ფრაზა, სადაც სრულდება მენდელსონის ,,ზაფხულის ღამის სიზმარიდანსკერცო, რომელიც მიდის ძალიან ჩქარა, მარგამ ბატონ სოსოს ეს აქვს გადაკეთებული და სრულდება ასჯერ ნელა; ანუ ეს იმ ზღაპრის გაგრძელებაა, იმ გაურკვევლობაში ყოფნა თითქოს. აქ ბევრი ტირილია, ძალიან ბევრი ნამდვილად! .. _ რაზეა ეს ყველაფერი, სიზმარი ხომ არ არის? . _ არ ვიცი, „მეტამორფოზამე ძალიან, ძალიან შემიყვარდა და  აუცილებლად კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ  დავუკრავ მას.  ნ. _ მოგვიყევით თქვენს მუშაობაზე ჰოლანდიაში? .. – ჩემი     სამუშაო დღესდღეობით  არის, რა თქმა უნდა,  კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში, მაგრამ ჩემი  მთავარი და ძირითადი სამუშაო არის საქართველოში. აქ უკვე მეოთხედ ჩატარდება ნოემბერში ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, რომელიც ჩემი ინიციატივით დაარსდა. ასევე, 3 წელია უკვე ვატარებ ჭიათურაშისაქართველოს სინფონიეტასთანერთად აკადემიას, რომელიც ერთი დღე ტარდება და დაახლოებით 50-მდე სტუდენტი მიგვყავს კონსერვატორიიდან, რუსთავის მუსიკალური სასწავლებლებიდან, ქუთაისიდან. ვიკრიბებით ჭიათურაში... .. _ ჭიათურაშიც გვხვდებიან სტუდენტები? .. _ რა თქმა უნდა იქაც არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პიანისტია და ძალიან ცოტა სიმებიანი საკრავების, და საერთოდ, არცერთი ჩასაბერ საკრავთა მუსიკოსი! მინდა კმაყოფილება  გამოვხატო და ვთქვა, რომ ჩვენმა იქ სიარულმა გამოიღო შედეგი და წელს ჭიათურელებმა იყიდეს ახალი როიალი და 12 ვიოლინო და ეს არის ნამდვილი რევოლუცია! ძალიან გვიხარია! ეს მიგვანიშნებს  იმას კი არა, რომ საქმე დამთავრდა, არამედ, იმას რომ განვითარების საშუალება არსებობს! .. _ ბავშვები თუ არიან ნიჭიერები? . _ ბავშვები არიან ნიჭიერები ყველგან, მთელ საქართველოში! 10-დან 9- აქვს ვარსკვლავის პოტენციალი! .. _ ალბათ ეს არის ის ძალა, რაც თქვენ სტიმულს გაძლევთ ამ საქმეში? .. _ გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ დღეს კლასიკურ მუსიკაში არა გვაქვს საქმე საზეიმოდ. კლასიკური მუსიკის დონეს განაპირობებს პროფესიონალები და არა რამდენიმე ვარსკვლავი, რომლებიც მრავლად არიან წასული საქართველოდან და ზოგი აქაც არის, მაგრამ ისინი არ ქმნიან საერთო დონეს. საერთო დონეს ქმნის პროფესიონალები, მარტო მუსიკაში კი არა, ყველა დარგში, იქნება ეს სპორტი თუ მუსიკა. როდესაც გყავს ერთი თავდამსხმელი, რომელსაც გააქვს გოლები ცნობილ გუნდებში, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი ფეხბურთის გუნდი ჰყავს. იგივეა ზუსტად მუსიკაში, როდესაც გყავს ლიზა ბათიაშვილი და ბევრი სხვა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მევიოლინეების დონე მაღალია და ასე შემდეგ. ამას სჭირდება მრავალი წლის მუშაობა, რომ ეს დონე გაიზარდოს, რომ მივუახლოვდეთ მაინც ევროპულ დონეს. სწორედ ეს ორკესტრი, სახელწოდებითსაქართველოს სიმფონიეტა,~ ჩემის აზრით, არის იმის საწინდარი, რომ მათ მაგალითს სხვებმაც მიბაძონ _ როგორ მუშაობენ, როგორ მეცადინეობენ, როგორ აქვთ ყურები გახსნილი და ტვინებიც გახსნილი და როგორ უნდათ, რომ ევროპული ტრადიცია, რომელიც ასევე ძალიან მწირედ არის საქართველოში,  შეისწავლონ, გაითავისონ. ისწავლონ როგორ იკვრება ბაროკოს მუსიკა, მოცარტი, ბეთჰოვენი და .. აი, ეს არის ჩვენი მიზანი! იმედი გვაქვს, რომ ალექსანდრე კორსანტია 14 ფესტივალი ამას როდესმე მივაღწევთ. თვითონ კონსერვატორიაში ამ მხრივ საკმაოდ ცუდად გვაქვს საქმე. იმედი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი გვყავს საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში და ბევრი მონდომებულია იმისთვის, რომ რაღაც გამოვიდეს; შევეცდებით, რომ ერთად კიდევ შევიკრიბოთ კონსერვატორიაში, მუსიკალურ სკოლებშიც და საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, რათა მივიტანოთ ევროპული  კლასიკური მუსიკა და არა რუსული სკოლა! კონცერტის პირველ განყოფილებაში ძალიან ვისიამოვნე ედიშერ სავიცკის გამოსვლითაც. ქუთაისის კონცერტში მან სოსო ბარდანაშვილისფანტაზიაშეასრულა. ამაღელვებელი და ემოციური ქმნილება ედიშერმა საკუთარი, ფილოსოფიური მიდგომით კიდევ უფრო გაამდიდრა (მოუსმინეთ ამ შესრულების ფრაგმენტს Yოუ თუბ-ზე: Eდისჰერ შავიტსკი Pლაყს ჟოსიფ Bარდანასჰვილი `Fანტაზყ~). ედიშერი დღეს მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტურანტურაში სწავლობს. ის აგრეთვე ბევრს მოგზაურობს კონცერტებით მსოფლიოს გარშემო.მისი ფესტივალში მონაწილეობის დრო დაემთხვა საქართველოში მისი ვიზიტის სხვა, საპატიო მისიას. ამასთან დაკავშირებით მას ინტერვიუ ჩამოვართვი. ედიშერ სავიცკი _ ყოველთვის მინდოდა ჩამოვსულიყავი ტურით საქართველოში; ეს სურვილი გულისხმობდა  არა მარტო კონცერტებს, არამედ უფასო გაკვეთილებსაც რეგიონებში. სამწუხაროდ, ეს არასდროს ხორციელდებოდა. შარშან, სრულიად შემთხვევით, შევხვდი ნიკა რურუას. მე ვუთხარი, რომ ესა და ეს სურვილი მაქვს, მინდა წავიდე საქართველოს რეგიონებში კონცერტებით და გაკვეთილებით და ასე მიპასუხა:„კი ბატონო, ყველანაირად ხელს შეგიწყობ. მართლაც, ეს ყველაფერი საინტერესოდ აეწყო: ჯერ თელავი, მერე ქუთაისი, შემდეგ ბათუმი და თბილისი. მე მივიჩნევ, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და მარტო მე არ უნდა ვმონაწილეობდე ამაში. ვისაც სურვილი აქვს, ყველა უნდა ჩამოვიდეს. რასაკვირველია, აქ არც არის ჰონორარზე ლაპარაკი. ძნელია მოსთხოვო მუსიკოსს, რომ ჩამოდი ახლა და სადღაცტანჯულროიალზე დაუკარი სოლო პროგრამა; თვითონ უნდა უნდოდეს ადამიანს. ძალიან მიხარია, რომ წლების განმავლობაში რაც მინდოდა ახლა დაადგა საშველი; მიხარია კიდევ იმიტომ, რომ თელავში არაჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, მსმენელიც იყო გადასარევი! რადგან დაიწყო ეს პროექტი, იმედია, რომ გაგრძელდება. ისე გამოვიდა, რომ მუსიკოსებში მე ვარ პირველი და ვიგრძენი, თუ მართლა როგორი საჭიროებაა ამისი. სხვების არ ვიცი და მე კიდევ ჩამოვალ აუცილებლად! ბავშვებსაც სჭირდება, მსმენელსაც სჭირდება. საშა კორსანტიას თხოვნით, მე დავამთხვიე კულტურის სამინისტროს შემოთავაზებული ტური და ფესტივალის თარიღები და ამიტომ შესაძლებლობა მომეცა აქაც მიმეღო მონაწილეობა. საშას გაახსენდა, რომ მე ბარდანაშვილისფანტაზიასვუკრავდი და მთხოვა ფესტივალის იმ ნაწილში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც სოსო ბარდანაშვილის შემოქმედებით საღამოს ეხებოდა. ქუთაისის კონცერტის მეორე ნახევარში შესრულდა ჯერ ოთარ ტატიშვილისამაღლება~, სოლისტი ნინო დავითაშვილი. ეს ნაწარმოები ერთხელ  უკვე შესრულდა თბილისში, ამიტომ მასზე აქ აღარ ვისაუბრებ. შემდეგ ფესტივალის მხატვრულმა ხელმძღვანელმა და ჩვენმა სახელოვანმა პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ შეასრულა შოსტაკოვიჩის კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირისა (დავით შამანაური) და კამერული ორკესტრისათვის. დირიჟორი დავით მუქერია. ალექსანდრე კორსანტიას გამოსვლა ქართველი მსმენელისთვის ყოველთვის დიდი ზეიმია. ასე მოხდა ქუთაისშიც. შოსტაკოვიჩის კონცერტის ახალგაზრდული ცეცხლოვანი მუსიკა სოლისტებმაც და ორკესტრმაც ვირტუოზულად, კორსანტიასეულ-შამაპნიურის-შხეფებივით გააჟღერეს და ქუთაისელებიც აღაფრთოვანეს (მოუსმინეთ კონცერტის ფინალურ ფრაგმენტს youtube-ზე: aleqsander  korsantia hlays spostakovic ჰconcert for piano and  trumpet). ალექსანდრე კორსანტია_ აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი ქუთაისელების მიღებით. ძალიან დიდი მადლობა მათ არა მარტო თბილი, არამედ საოცარი მიღებისთვის. ყურადღებისთვის და საერთო განწყობისთვის! იგივე პროფესიონალურ განწყობას ვგულისხმობ, სხვათა შორის, რასაც ძალიან  ვაფასებ! მაგრამ ერთი შენიშვნა კი მაქვს: ერთი კარგი როიალი სჭირდებათ ნამდვილად! სამწუხაროდ, თბილისში ვერ 15 ფესტივალი მოხერხდა ჩემი გამოსვლა ფესტივალის ფარგლებში, იმიტომ, რომ სხვა კონცერტი მქონდა დაგეგმილი კიდევ უფრო დიდი ხნის წინ, ვიდრე ეს ფესტივალი იგეგმებოდა; ვერ გავაუქმე, ვერ გადავიტანე. ამიტომ ჩამოვედი დახურვისთვის, ამაღლებისთვის, რომ ქუთაისის კონცერტში მიმეღო მონაწილეობა. .. _ მეორე წელია თქვენ ხართ ამ ფესტივალის ხელძღვანელი, ამიერიდან მუდმივი ხელმძღვანელი გახდებით. რა კონცეფცია ექნება ალესანდრე კორსანტიას ამ ფესტივალის მიმართ? .. _ კონცეფცია უკვე არის და მე მგონი ის უკვე ვითარდება; ეს არის ზრდა! ზრდა არის აუცილებელი! თუ არ არის ზრდა _ ნიშნავს დეპრესიას. და ამაზე ვზრუნავ რასაკვირველია. .. _ რა მიმართულებით? .. _ რეგიონების ზრდა არის ერთ- ერთი ყველაზე მთავარი პუნქტი ჩემს სიაში. ეს უკვე დაწყებული გვაქვს და კიდევ გვინდა გაფართოვდეს ამ მხრივ ფესტივალი. ამ შემთხვევაში თბილისს და ქუთაისს არ ვგულისხმობ, სადაც კულტურული ცხოვრება ძალიან მაღალ დონეზეა; ეს დღეს მსმენელმა გამოაჩინა და ძალიან გვახარებს ეს! კონცერტით აღფრთოვანებას არ მალავდა არც კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი _ უდავოდ ბედნიერი ვარ დღევანდელი კონცერტით! ცოტა მეშინოდა, იცით, იმიტომ, რომ მე ასე ახლოს არ ვიცნობ ქუთაისელ მსმენელს, მაგრამ მსმენელი მსმენელია _ თუ ნაწარმოებში არის რაღაც, რაც შენ გაღელვებს, მაშინ nმსმენელსაც ააღელვებს! მე ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ, რომ ძალიან კარგად მოისმინეს, რაც მთავარია! მე მადლიერი ვარ ასევე ჩვენი მუსიკოსების _ მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ყოფილიყო წარმატებული საღამო. აღარ ვლაპარაკობ საშაზე, რომელმაც ასე ლამაზად დააგვირგვინა დღეს კონცერტი! .. _ თქვენი დღეს შესრულებული ნაწარმოებებიდანწყვილი”, შეიძლება პროგრამულ მუსიკას მივაკუთვნოთ, რომლის პროგრამაც თქვენ ასე საინტერესოდ მოგვიყევით კონცერტის წინ. ამავე დროს, საოცარი დრამატურგიული ქარგა იხატებოდა თქვენი ყველა სხვა ნაწარმოების მოსმენისას; ხომ ვერ გაუკეთებდით რაიმე კომენტარს სხვა ნაწარმოებებსაც? .. – „ფანტაზია” (რომელიც დღეს ედიშერ სავიცკიმ შეასრულა) მე დავწერე მსოფლიოში ერთ- ერთი უდიდესი, არტურ რუბინშტეინის სახელობის საფორტეპიანო კონკურსის სპეციალური დაკვეთით. დაახლოებით 45-მა პიანისტმა დაუკრა იმ კონკურსზე. იქიდან ერთ- ერთმა მიიღო ყველაზე წარმატებულის პრიზი. დღეს ძალიან ბევრს უკრავენ ამ პიესას. იდეა იყო ძალიან მარტივი: საფორტეპიანო ისტორია, ოღონდ ებრაული შოპენიდან დანახული! ამიტომ იქ იყო პასაჟები, რომლებიც შოპენს ჰგავს, თუმცა იქ იყო ბახის ტოკატიდანაც ფრაგმენტები; იქ იყო ვითომ შოპენი, ვითომ ბახი, ჯაზიც, ებრაულიც, ქართულიც (ბოლოს ფანდურის იმიტაციაც იყო) და ტანგო _ თეატრი! ჩვენ ხომ სულ თატრში ვართ! ეს რაც შეეხება საფორტეპიანოფანტაზიას”; რაც შეეხებაწერტილებს” (რომელიც დავით მუქერიამ იდირიჟორა), ჩვენ ყოველთვის ვსვამთ გარკვეულ წერტილებს ცხოვრებაში, ეს შეიძლება იყოს ცხოვრების მონაკვეთი. ებრაულში კი წერტილს აქვს კიდევ ხმოვანის მნიშვნელობა _ არის გრძელი ხმოვანი და მოკლე ხმოვანიც. ამიტომ მუსიკაც აწყობილია ასეთ ხმოვანებებზე. თუ დააკვირდით ნაწარმოებს, იქ ყოველთვის რაღაც წერტილით იწყება, თუმცა იქ რაღაც ქართული ელემენტიც არის. საკმაოდ ფილოსოფიური მომენტიც არის, შუბერტიც გაიელვებს; ამ დროს ყველაფერი ეს მაინც წერტილებია _ სადღაც სვამ ცხოვრებაში წერტილებს და ბოლო წერტილს კი ორკესტრი სვამს, ყველა სოლისტიც ვითომ წერტილს სვამს... ეს ნაწარმოებიც ამერიკელების დაკვეთა იყო. პირველად შესრულდა ნიუ- ორკში და ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად და შემდეგ კი მთელს მსოფლიოში სრულდება. .. _ რას გვეტყვით თქვენი მუსიკალური ენის შესახებ? .. _ მე ძალიან განსხვავებულ მუსიკას ვწერ. საკმაოდ ავანგარდული ნაწარმოებებიც მაქვს. თუმცა უმეტესად მე მაინც მელოდიას ვიყენებ. მელოდია ხომ ადამიანის სულია! მაგრამ, მაგალითად, პარიზის დაკვეთა მქონდა და იქ სრულიად განსხვავებული მუსიკა დავწერე. მე არ ვიზღუდები სტილში. მიმაჩნია, რომ მე ვარ ბევრი სტილის კომპოზიტორი, არა მრავალსტილიანი, არამედ ჩემი სტილი მაქვს, სადაც ყველაფერი  16 ფესტივალი შეიძლება იყოს. ამას ვეძახით ჩვენნიშნების”, ,,მინიშნების მუსიკას _ ასე მე ვუწოდებ. როდესაც ბახის ტოკატა გაიჟღერებს,ბევრი ვერ მიხვდება, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ვინც მიხვდება ნიშანია მისთვის; მიხვდება, რომ ეს არა მარტო შოპენია, არამედ რაღაცა გაერთიანებული ბახთან. თუ იქ მიხვდა, მერე მიხვდება რომ ჯაზია, მერე მიხვდება რომ აქ თეატრია და .. და .. გამოდის, რომ ერთ მუსიკაში ბევრი სიღრმეებია... .. _ ანუ, თქვენ თვითონ სად ხართ რეალურად? .. _ მე ვარ მუსიკაში! სამყაროში!! სამყაროშიკი რაც არის, ყველაფერი ხომ ჩვენია? (იცინის) მუსიკას ხომ ისტორია არა აქვს?.. 24 მაისი _ ბათუმი იოსებ (სოსო ) ბარდანაშვილის საავტორი საღამო ფესტივალის დასკვნითი დღე ბათუმში მთლიანად სოსო ბარდანაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. ქუთაისში გაჟღერებულ კომპოზიტორის ნაწამოებებს დაემატა საგუნდო ნაწარმოებები, რომლებსაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა ასრულებდა. დირიჟორი იყო დავით მუქერია. მიუხედავად დირიჟორის და მუსიკოსების საოცარი შემოქმედებითი მუხტისა, პირველი განყობილების მოსმენა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული იმის გამო, რომ დარბაზის ხმის რეჟისორს სცენაზე ზედმეტი მიკროფონები დარჩა ჩართული. ამან კი კონდიცირების ხმაური გააძლიერა, რამაც მთელ პირველ განყოფილებას უსიამოვნო ხმაურის ფონი შეუქმნა. ბათუმელი პუბლიკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ განსაცდელს კარგად გაუძლეს;თუმცა კომპოზიტორის ბრწყინვალე ქმნილებებს: ფსალმუნი 123”, „მეტამორფოზა~, ,,ფანტაზია~ და წერტილებს”, ქუთაისისოდენა ტაში არ მოჰყოლია. უსიამო ფონმა წაშალა ნაწარმოებების შინაგანი ემოცია! შესვენების დროს საორგანიზაციო ჯგუფის გამოძიების შედეგად დადგინდა ხმაურის მიზეზი; ხმის რეჟისორმა შეცდომა გამოასწორა და მეორე განყოფილება, ღვთის წყალობით, ნორმალურად მოვისმინეთ. მითუმეტეს, რომ ძალიან საინტერესო, სრულიად ახალი ნაწარმოები, ღვთის შვილები”, უნდა მოგვესმინა, რომლითაც დასრულდა ფესტივალი. სპეციალურად ამ ნაწარმოებისთვის, ლონდონიდან ბათუმში ჩამოფრინდა მსოფლიოში განთქმული ისრაელელი კონტრტენორი _ იანი დორი. ღვთის შვილების შესრულების წინ სოსო ბარდანაშვილმა შემდეგი წინასტყვაობა წარმოსთქვა სცენიდან. სოსო ბარდანაშვილი _ „ღვთის შვილები დაწერილია სხვადასხვა რელიგიურ ტექსტებზე _ ებრაულ, ლათინურ და არაბულ ენებზე. ამ რელიგიურ ტექსტებში ნათქვამია, რომ ბოროტება მხოლოდ ბოროტებას ამრავლებს; სიკეთეს კი შეუძლია სიკეთე გაამრავლოს _ ამაზეა ეს ნაწარმოები! ამაზეა პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან დოქტრინას, არამარტო ებრაულს, საერთოდ რელიგიურ დოქტრინას: ურთიერთმოთმენის,ურთიერთგატანის დოქტრინას.იქ არის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები:„თუ 30წმინდა ადამიანი ცხოვრობს აი ამ დიდ სამყაროში, აი ამ ურთულესი აგებულების კოსმოსში, აი ამ 30 ადამიანის წესიერებით ისარგებლებთ და იცხოვრებთო.30ზეა ლაპარაკი.თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც აბრაამი შევიდა სოდომ გომორაში ღმერთს სთხოვა:„ღმერთო,იქნებ 10ადამიანი მაინც ვნახო წელევანცხადაძე, სალომე ჩიტაია 17ფესტივალის იერიო, რომ გადავარჩინო ეს ხალხი ამ საშინელ უბედურებას,ამ საშინელ სიკვდილს_ცეცხლში დაწვას. ეძებ და ერთიც ვერ მონახა,ერთიც კი!ერთი თავისი ძმა იყო იქ დაღმერთმ უთხრა,კარგი ის მაინც გამოიყვანეო,რადგანაც შენი პატიოსნებით ისიც გაიწმინდებაო. იქ არის ტექსტები ფსალმუნებიდან. აგალითად:„აკურთხე ღმერთო სული ჩემი _ეს ფსალმუნიდან არის.„ალილუიაცფსალმუნებიდან მოდის. ებრაულად იქნება_„გიყვარდეს მოყვასი შენი,როგორც საკუთარი თავის შენი”, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს,„გამჩენის ბეჭედი ჭეშმარიტებაა ,..ბოლო სიტყვა მაინც ღმერთისაა. ეს არაბულად არის.„ემეთემეთ”,რაც ნიშნავს ჭეშმარიტებას. ყველა რელიგია, ხომ ერთსა და იმავეს ამბობს...კონტრტენორის საოცარმა შესრულებამ და ბარდანაშვილის მუსიკის რელიგიურმა პათოსმა სრულიად დაგვავიწყა პირველი განყოფილების უხერხულობანი. დარბაზმა ძალიან კარად მიიღო ეს ურთულესი მუსიკალური ფრესკა.მართალია კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი რომელმაც გვითხრა, რომრაოდენ რთული და თანამედროვე არ უნდა იყოს აღსაქმელად ნაწარმოები,თუკი მუსიკა შიდევსის, რაც ავტორს აღელვებს, ის მსმენელსაც აუცილებლად ააღელვებს~.ძალიან დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი კომპოზიტორის, ჩვენი თანამემამულის საქართველოში მოწვევისათვის. საღამოს დასასრულს,სცენაზე ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე,ლაშა ჟვანია ავიდა.მან ფესტივალი დახურულად გამოაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ფესტივალში კიდევ უფრო მრავალმხრივ და საინტერესო პროგრამას შემოგვთავაზებს. დაველოდოთ2013 წლის  ფესტივალსაღდგომიდან ამაღლებამდე~. ჩვენთან ერთად მას თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქებიც ელიან.ელიან სულიერ ამაღლებას,ახალ სახელებს, რეგიონების ზრდას და ბევრ, ბევრ სიკეთეს. მართალი იყო მარიამ დავითაშვილი, როდესაც თქვა, რომ როდესაც ფესტივალის შექმნის იდეაში აკაკი რამიშვილის პატრიოტული სურვილი და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გაერთიანდა, ეს გახდა იმის საწინდარი, რომ დღეს ფესტივალს უკვე მთელი საქართველო ელოდება.

 

                                                                                                                 ნარგიზა გარდაფხაძე