მუსიკა ჩვენი სულიერი არსებობის განუყოფელი ნაწილია. მას ძლიერი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს ჩვენ შინაგან სამყაროზე, გამოიწვიოს ამაღლებული გრძნობები, ფიქრები, გააკეთილშობილოს ჩვენი სული. კლასიკურ მუსიკას ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოველმხრივ მხარს უჭერს ქართულიდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის პროპაგანდას საქართველოში. იგი მიიჩნევს, რომ მომავალი თაობის აღზრდა უნდა განხორციელდეს უნიკალურ ქართულ კულტურასა და მსოფლიო კლასიკურ ხელოვნებაზე დაყრდნობით, რათა ახალგაზრდობა ავაცილოთ ფსევდოკულტურაზე დამყარებულ იაფფასიან ღირებულებებს და სულიერ მისწრაფებებს. ამ მხარდაჭერის რეალური გამოვლინებაა 2006 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი «აღდგომიდან ამაღლებამდე», რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა თბილისში (7-14აპრილს), აღდგომის ბრწყინვალე კვირეულის დღეებში, გაგრძელდა საჩხერეში (13 აპრილს) და დასრულდა ახალციხეში ამაღლების დღესასწაულზე (13 მაისს). საერთაშორისო ფესტივალისათვის ხუთი წელი არცთუ დიდი დროა, მაგრამ ამ პერიოდში გამოიკვეთა ფესტივალისათვის დამახასიათებელი პრიორიტეტები და მიზნები _ პატივი მიაგოს ქართულ სასულიერო, საერო,ხალხურ და კლასიკურ მუსიკას, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებას, მოახდინოს ეროვნული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, გაიხსენოს ღვაწლმოსილი მუსიკოსები, შემსრულებლები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში, საზოგადოებას გააცნოს უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლები. ფესტივალის დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და «აკაკი რამიშვილის ფონდიტრადიცია და ინოვაცია». ჩვენ დავინტერესდით როგორ გაჩნდა ამ ფესტივალის ჩატარების იდეა, რისთვისაც დავუკავშირდით `აკაკი რამიშვილის ფონდიტრადიცია და ინოვაციას~ თავმჯდომარეს ქ- მარიამ დავითაშვილს. აი რა გვიამბო მან: «რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავაფუძნეთ `აკაკი რამიშვილის ფონდიტრადიცია და ინოვაცია~, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის ვაჟის, ცნობილი ქართველი ემიგრანტის სახელს ატარებს. აკაკი რამიშვილი 5 წლისა იყო, როცა 1921 წელს მისი ოჯახი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საფრანგეთში გაიხიზნა ემიგრაციაში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი პოლონეთის ჯარში იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. ორი წელი ტყვეობაში გაატარა. ტყვეთა ბანაკიდან გაქცევის შემდეგ მოხვდა ინგლისში, გახდა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს მოქალაქე. სიცოცხლის ბოლო წლები კი ისევ საფრანგეთში გაატარა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება უცხოეთში ცხოვრობდა, მისი მთავარი საზრუნავი ყოველთვის სამშობლო იყო. ძალიან განიცდიდა 90-იან წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. განსაკუთრებით აწუხებდა ახალგაზრდობის ემიგრაციის პროცესი. თვლიდა, რომ სამშობლოს გარეშე ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ვერ იპოვიდა და ოცნებობდა ქართველთა ერთიანობაზე. ქრისტესმიერი სიყვარულით გაძლიერებული ასეთი ერთიანობა ყველაზე მეტად თავს იჩენს ჩვენი უფლის,

იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში, რასაც ჩვენი პატრიარქის ლოცვა –კურთხევა კიდევ უფრო მეტ ძალას მატებს. სწორედ ამან შთაგვაგონა მოგვეფიქრებინა პროექტი, რომელიც აღდგომის დღეებში უცხოეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოსთან დააკავშირებდა, საშუალებას მისცემდა მათ თავიანთი შემოქმედებით მშობლიური აუდიტორიის წინაშე წარმდგარიყვნენ. ასე გაჩნდა ფესტივალის დაარსების იდეა. შემდგომში ეს იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გავაცანით. მან დაგვლოცა და გვითხრა: `ხელოვნებას შესწევს ძალა გააერთიანოს ადამიანები, მუსიკა კი მათ შორის უპირველესიაო~. აქვე დასძინა: `მე და მუსიკა ერთად დავიბადეთო~. ამის შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივად წარიმართა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შემდეგ მივმართეთ სრულიად საქართველოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს, სადაც ეს იდეა დაიხვეწა და საბოლოოდ იმ სახით ჩამოყალიბდა, როგორც უკვე ხუთი წელია არსებობს. სახელწოდება საპატრიარქოში ქალბატონმა შორენა თეთრუაშვილმა შეგვირჩია, ხოლო ლოგოტიპი, რომლის სიმბოლიკა მაცხოვრის ამქვეყნიურ მოღვაწეობას უკავშირდება, მხატვარმა გურამ ქლიბაძემ შექმნა». პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ფესტივალი მართლაც ფეხბედნიერი აღმოჩნდა. პირველი ფესტივალი 2006 წელს ჩატარდა და იმთავითვე გამოიკვეთა მისი თავისებურებები. კერძოდ ის, რომ იგი იმართება არა მარტო თბილისში, არამედ ამაღლების დღესასწაულამდე მოიცავს საქართველოს რამოდენიმე ქალაქს. ფესტივალში ცნობილ ხელოვანებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ქართველები, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელი შემსრულებლები. ფესტივალზე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვთა შემოქმედებას, ეწყობა მათ ნამუშევართა გამოფენები ბიბლიურ თემებზე, ხალხური და კლასიკური მუსიკის კონცერტები. ყოველ წელს ფესტივალს ყავს თავისი სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც თავისი შეხედულებისამებრ ადგენს საფესტივალო პროგრამებს და განსაზღვრავს ფესტივალში მონაწილე შემსრულებლებს და კოლექტივებს. წლევანდელი, საიუბილეო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი მევიოლინე მარინე იაშვილი გახლდათ. F ფესტივალის ორგანიზატორთა ინიციატივით ფესტივალის პირველი კონცერტი მიეძღვნა «იაშვილების მუსი- სასწავლებელში და გიორგი (გია) იაშვილთან (ნანა იაშვილის ვაჟი), რომელიც ესპანეთში აგრძელებს თავის საშემსრულებლო კარიერას. დედის ავადმყოფობის გამო თბილისში ვერ ჩამოვიდა და კონცერტში მონაწილეობა ვერ მიიღო ლუარსაბ იაშვილის უმცროსმა ქალიშვილმა, ცნობილმა მევიოლინემ ნანა იაშვილმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ეწევა პედაგოგიურ და საშემსრულებლო მოღვაწეობას. კონცერტმა თვალნათლივ წარმოაჩინა ამ მუსიკალური გვარის წარმომადგენელთა გამორჩეული ნიჭიერება და პროფესიული ოსტატობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარინე იაშვილის შესრულება, რომელიც მუხედავად ასაკისა კვლავ საუცხოო ფორმაშია. უფრო მეტიც, სწორედ წლების მანძილზე დაგროვილი უდიდესი გამოცდილებისა და ღვთითბოძებული ტალანტის წყალობით მისმა შესრულებამ უფრო მეტი ფილოსოფიური სიღრმე და სიბრძნე შეიძინა, ამავე დროს შეინარჩუნა ვირტუოზული ბრწყინვალება. ასევე არ შეიძლება არ გამოვყოთ გიორგი იაშვილის მაღალი პროფესიული ოსატატობა, შესრულების ემოციური და ამავდროულად დახვეწილი მანერა. თუ კონცერტის პირველ განყოფილებაში თითოეული შემსრულებელი სოლო პროგრამით წარსდგა მსმენელის წინაშე, მეორე განყოფილებაში ისინი ერთად ვიხილეთ ი.ს. ბახის კონცერტში ორი ვიოლინოსათვის (მარინე და გია იაშვილები), ვივალდის ოთხი ვიოლინოსათვის შექმნილ კონცერტში - მარინე, ირინე, გია იაშვილები და მანანა დუგლაძე. აღსანიშნავია რომ ამ კონცერტების თანმხლებ კამერული ანსამბლის შემადგენლობაში ჩელოს პარტიას ასრულებდა მარინე იაშვილის უფროსი ქალიშვილი ლალი პოლიტკოვსკაია. 8 აპრილს, ფესტივალის ფარგლებში ორი ღონისძიება იყო დაგეგმილი. პირველი, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების აკადემიის მიერ, ბავშვთა შორის საფორტეპიანო, საორკესტრო საკრავების, საესტრადო სიმღერისა და ფოლკლორის ჟანრში გამართული კონკურსების გამარჯვებულებმა. აღსანიშნავია რომ ლაურეატთა შორის იყვნენ არა მარტო თბილისის სამუსიკო სკოლებისა და სტუდიების მოსწავლეები, არამედ საოცრად ნიჭიერი ბავშვები რეგიონებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ კლასიკური მუსიკის სფეროში თბილისს ტრადიციულად მეტოქეობას უწევდა ქუთაისი. თუ რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო ბავშვთა სახელოვნებო განათლების გაუმჯობესებას, საქართველოს მსხვილ ქალაქებში თერ- თმეტწლიანი სამუსიკო სასწავლებლების გახსნამ გამოასწორა ახალი კადრების აღზრდის სფეროში ამჟამად არსებული საგანგაშო ვითარება, უნდა გვქონდეს იმედი,რომ რეგიონებიდან უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვი შეემატება ეროვნულ კონკურსებში გამარჯვებულთა სიას. მეორე ღონისძიება გაიმართა თბილისის საკონცერტო დარბაზში. კონცერტში მონაწილეობდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და სოლისტები, იტალიაში მოღვაწე ცნობილი მომღერალი იანო ალიბეგაშვილი და მევიოლინე გიორგი იაშვილი, რომლისთვისაც ის დღე გამორჩეული იყო _ მან საქართველოს მოქალაქეობა კალურ დინასტიას» და ამ მუსიკალური გვარის პირველი წარმომადგენლის ცნობილი მევიოლინისა და პედაგოგის ლუარსაბ იაშვილის ხსოვნას (1907-1993). 7 აპრილს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თავმოყრილ პუბლიკას სასიამოვნო შეხვედრა ელოდა საზღვარგარეთ მოღვაწე სახელგანთქმულ მევიოლინეებთან, ლუარსაბ იაშვილის შთამომავლებთან, მის ქალიშვილებთან _ მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორ მარინე და სერბეთის ქ. ნოვი-სადის კონსერვატორიის პროფესორ ირინე იაშვილებთან, შვილიშვილებთან – მანანა დუგლაძესთან (ირინე იაშვილის ქალიშვილი), რომელიც სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის სიმფონიურ ორკესტრში და ასწავლის ზ. ფალიაშვილის ცენტრალურ სამუსიკო მიიღო. მოცარტის, ბელინის ვერდისა და ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად საღამოზე აჟღერდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქმნილებები: «კირიე ელეისონ», «დავიღალე» და ვახტანგ კახიძის მიერ არანჟირებული «ავე მარია» (პირველი შესრულება). პატრიარქის საგალობლები ჩვენს საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მათი სადა, ლამაზი მელოდიზმი გულშიჩამწვდომია და პირველივე მოსმენისთანავე ახლობელი და გასაგები ხდება ყველასათვის. ამავე დროს მათ ახასიათებთ დიდი სულიერი ზემოქმედების ძალა, რითაც იმსჭვალება როგორც შემსრულებელი, ასევე მსმენელი. მომღერალმა იანო ალიბეგაშვილმა «ავე მარიას» პრემიერის შემდეგ აღნიშნა, რომ სიმღერის დროს ემოციურად იმდენად იყო დამუხტული, რომ ძლივს იკავებდა ცრემლებს. ასევე ამაღელვებელი იყო ახალ საგალობელზე მუშაობა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდისათვის (ქორმაისტერები სვიმონ ჯანგულაშვილი და გიორგი დონაძე), რომლებიც მისი უწმინდესობის მიერ შექმნილი ყველა საგალობლის პირველი შემსრულებლები არიან. ფესტივალზე უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა გამოჩენილ ქართველ ხელოვანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტების ჩატარება. 9 აპრილს კონსერვატორიის დიდ დარბაზში სწორედ ასეთი ხსოვნის საღამო გაიმართა. იგი მიეძღვნა ქართული საფორტეპიანო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს, გამოჩენილ პედაგოგს, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთერთ დამაარსებელს ანა თულაშვილს (1874_1956). კონცერტში მონაწილეობდნენ ანა თულაშვილის უშუალო მოსწავლე, მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი მარგარიტა ჩხეიძე, ეთერ გულისაშვილი, მოსწავლეთა მოსწავლეები _ პროფ. ვანდა შიუკაშვილის აღზრდილი, კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის პროფესორი რევაზ თავაძე, პროფ. თენგიზ ამირეჯიბის აღზრდილები _ მზია ჯაჯანიძე და ალექსანდრე ყანჩაველი. მეორე თაობის ეს ორი ახალგაზრდა პიანისტი დღეს წარმატებით აგრძელებს საშემსრულებლო კარიერას უცხოეთში,Mმზია ჯაჯანიძე _ გერმანიაში, ალექსანდრე ყანჩაველი – შოტლანდიაში. ამ კონცერტმა ნათლად დაგვანახა განსხვავება ძველი და ახალი თაობის პიანისტთა საშესრულებლო სტილებში. მარგარიტა ჩხეიძის პროგრამა ძირითადად შოპენის ნაწარმოებებზე იყო აგებული. მისმა შესრულებამ გაგვახსსენა პიანისტური ხელოვნების ის მივიწყებული ტენდენციები, რომელიც შოპენის უფრო ინდივიდუალურ და თავისუფალ ინტერპრეტაციას ეყრდნობოდა: რუბატოებით ხაზგასმული ინტონაციები და ბგერითი ნიუანსების უცაბედი გრადაციები.Eეს ტენდენციები უფრო შესამჩნევი იყო XX საუკუნის 50-60-იან წლებში. ახალი თაობის პიანისტთა შესრულებაში კი ჭარბობდა მეტი რაციონალიზმი, ტექნიკური სრულყოფილება და მსხვილი პლანებით აზროვნების უნარი. 10 აპრილის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარებულ კონცერტზე ერთად ჟღერდა ქართული და დასავლეთევროპული სასულიერო მუსიკის ქმნილებები: ქართული საგალობლები ვაჟთა ვოკალური ანსამბლის «მოძახილის» შესრულებით და ი.ს. ბახის, ვ.Pპახელბელის, ვ.Bბრუნსის ინსტრუმენტული ნაწარმოებები.კონცერტშო მონაწილეობას იღებდნენ მევიოლინეები _ მარინე, ირინე იაშვილები, მანანა დუგლაძე და ორგანისტი ირინე გერკეული, რომელმაც თბილისის კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა დანიაში ორგანის და კლავიკორდის სპეციალობებით. ამჟამად იგი მოღვაწეობს დანიაში, როგორც სხვადასხვა ტაძრის ორგანისტი. 11 აპრილს შოთა რუსთაველის თეატრში გაიმართა ფესტივალის თბილისური ნაწილის დასკვნითი საღამო, რომელიც მთლიანად ქართულ მუსიკას დაეთმო და ღვაწლმოსილი დირიჟორის ზაქარია ხუროძის დაბადების 85 წლისთავს მიეძღვნა (1925 _ 2005). კონცერტში მონაწილეობდნენ ევ. მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, სოლისტები: პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი თამარ ლიჩელი და მევიოლინე ალექსანდრე მინდიაშვილი, ქართველი, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდში დაიბადა და ამჟამად მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობს პროფ. მარინე იაშვილთან. ბრწყინვალე შვიდეულის კვირის ბოლოს გამართული კონცერტის სადღესასწაულო განწყობას აძლიერებდა კონცერტისათვის შერჩეული პროგრამა: ალექსი მაჭავარიანის ორი საზეიმო უვერტიურა და სავიოლინო კონცერტი, მერი დავითაშვილის საორკესტრო პიესები _ ეროვნული ინტონაციებითა და რიტმებით გაჯერებული «ორი ცეკვა» და «სიუიტა», «ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის». სოციალისტური რეალიზმის სტილისტიკის ფარგლებში შექმნილმა საორკესტრო პიესებმა ის პერიოდი შეგვახსენა, როცა საბჭოთა იდეოლოგიის ჩარჩოებში მოქცეულ ხელოვანს თავისი დამოკიდებულება სინამდვილისადმი აუცილებლად «ნათელი მომავლის» რწმენით და ოპტიმიზმით უნდა გამოეხატა. მიუხედავად დაკვეთის ხელოვნურობისა, კომპოზიტორთა მაღალი ნიჭიერების და პროფესიონალიზმის წყალობით, აღნიშნული ნაწარმოებები საბჭოთა პერიოდის ქართული მუსიკის შესანიშნავ ნიმუშებად იქცნენ და დღესაც არ კარგავენ აქტუალობას. ასეთივე მჩქეფარე და ენერგიული მუხტით იყოგაჯერებული მერი დავითაშვილის « ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის », რომელიც თამარ ლიჩელმა მისთვის ჩვეული მაღალი პროფესიონალიზმით, მგზნებარედ და ვირტუოზული ბრწყინვალებით შეასრულა. ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი, რომელიც არა მარტო კომპოზიტორის შემოქმედების ერთერთი მწვერვალია, არამედ XX საუკუნის ქართული სავიოლინო მუსიკის შედევრად შეიძლება ჩაითვალოს, ახალგაზრდა მევიოლინის ალექსანდრე მინდიაშვილისათვის საქართველოსთან და ქართულ მუსიკასთან პირველი შეხვედრის საბაბი გახდა. მან წარმატებით გაართვა თავი იმ სირთულეებს, რასაც კონცერტის შესრულება ითვალისწინებს ემოციური და ინტელექტუალური კუთხით, ასევე სრულფასოვანი საშემსრულებლო ტექნიკის ფლობის თვალსაზრისით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით ევგ. მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ საორკესტრო ნაწარმოებების კოლორიტული, თანშეწყობილი და ემოციურად ზეაწეული შესრულება, საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტებში კი საორკესტრო პარტიის დაბალანსებული, სოლისტებთან ორგანულად შერწყმული ჟღერადობის მიღწევა. კონცერტის ბოლოს საპატრიარქომ და ფესტივალის საორგანიზაციო საბჭომ საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს ფესტივალის სპონსორები, მხარდამჭერები და ერთგული პარტნიორები. მათ შორის იყვნენ თბილისის მერია, თელასი, რადიო «მუზა», თბილისის სახ. კონსერვატორია და სხვ. ტრადიციულად, ფესტივალის ფარგლებში, თბილისში ჩატარებულ კონცერტებს მოყვება გასვლითი კონცერტები რეგიონებში. ამჯერად ეს იყო საჩხერე. იმერეთის ეს კოპწია, პატარა ქალაქი შემთხვევით არ აღმოჩნდა საფესტივალო რუქაზე. როგორც გაირკვა, იგი იაშვილების მშობლიური კუთხე ყოფილა. აქ დღესაც დგას მათი სახლი. ამდენად იაშვილებისთვის საჩხერეში ჩასვლა ორმაგად სასიამოვნო იყო. ერთი მხრივ, ბავშვობის მოგონებები მარინე და ირინესთვის, მეორეს მხრივ, შეხვედრა მსმენელთან, რომელიც ჭეშმარიტი მამულიშვილისა და თავისი კუთხის დიდი პატრიოტის ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაპატრონებ და გარემონტებულ კულტურის სახლში სულმოუთმენლად ელოდა საპატიო სტუმრებს. კონცერტში გარდა იაშვილებისა, მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა «იმერეთმა», რომლის ხელმძღვანელია რობერტ გოგოლაშვილი. ეს ანსამბლი დიდ როლს ასრულებს ამ რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში და პოპულარიზაციას უწევს ხალხურ და პროფესიულ მუსიკას.ამ კონცერტზეც ანსამბლმა ხალხური სიმღერების გარდა შეასრულა კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ორი«ალილუია » სპეციალურად ფესტივალისათვის დაწერილი საგალობლების ციკლიდან. დამსწრეთა შორის იყვნენ ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი და ეპარქიის სხვა წარმომადგენლები. V საიუბილეო ფესტივალის დასკვნითი საღამო 13 მაისს, ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ პიანისტი თამარ ლიჩელი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბატონ ნიკოლოზ რურუას მხარდაჭერით სპეციალურად ამ დღისთვის ესპანეთიდან ხელმეორედ ჩამოსული მევიოლინე გიორგი იაშვილი, კამერული ანსამბლი `მუზა~ და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები: უხუცეს მომღერალთა ანსამბლი; ახალციხის უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლი; ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლი `ლომსია~. საღამოს დაესწრო ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე. დასკვნითმა საღამომ სადღესასწაულო ვითარებაში ჩაიარა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ამ ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობა მისი ეროვნული სულისკვეთებისა და კარგახსნილობის გამო: გასვლით კონცერტებში მონაწილეობას იღებდნენ არა მარტო მოწვეული შემსრულებლები, არამედ ადგილობრივი კოლექტივები, რაც ააქტიურებს მათ მოტივაციას, ზრდის პასუხისმგებლობას და ამით აუმჯობესებს იქ არსებულ კულტურულ გარემოს. საიუბილეო ფესტივალზე ერთი საინტერესო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ფესტივალის საორგანიზაციო საბჭოს წევრის ლაშა ჟვანიას ინიციატივით, მომავალში შესაძლოა ფესტივალის გეოგრაფია გაიზარდოს და ერთერთი ერთერთი საღამო უცხოეთშიც ჩატარდეს. წელს კი ფესტივალის `ექო~, მისი დამთავრების შემდეგ ბათუმში გაისმა. ეს კი შემდეგნაირად მოხდა: ფესტივალის მსვლელობის პერიოდში აშშ-დან საორგანიზაციო საბჭოს დაუკავშირდა ქართველი ხალხის დიდი მეგობარი, პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი პეტრონელ მალანი, რომელიც წარმოშობით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაა. მან საქართველოსადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღო ფესტივალში. ბათუმში მისი ჩამოსვლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბატონ მათე ტაკიძის უშუალო მხარდაჭერით მოხერხდა. გაიმართა ძალზე საინტერესო კონცერტი ბათუმის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. შესრულდაBბეთჰოვენის #5 საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც კომპოზიტორის დაბადების 240 წლისთავს მიეძღვნა. სადირიჟორო პულტთან იდგა ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი დავით მუქერია, რომელმაც თავისი მაღალი პროფესიონალიზმით ღირსეული პატრნიორობა გაუწია სტუმარს. `ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი შემოქმედებითი ტანდემი. მიუხედავად იმისა, რომ მე ქართული არ მესმოდა, დირიჟორის ხელები და მისი სახის მიმიკები სიტყვებზე მეტად მეტყველებდნენ~ – აღფრთოვანებულმა აღნიშნა კონცერტის შემდეგ პეტრონელ მალანმა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. საინტერესო იყო ასევე მის მიერ ბათუმის კონსერვატორიის ფორტეპიანოს სპეციალობის სტუდენტებთან ჩატარებული მასტერ კლასები. დასასრულ, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მთავარმა მენეჯერმა, საერთაშორისო ფესტივალის `აღდგომიდან ამაღლებამდე~ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ფესტივალის სიგელები გადასცა პეტრონელ მალანს, დავით მუქერიას და მათე ტაკიძეს. აქვე გამოითქვა სურვილი მომავალში ფესტივალის დასკვნითი საღამოების ბათუმში მოწყობის შესახებ. ასე რომ, ფესტივალი ვითარდება, იხვეწება და მომავალ წელს აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას ხელმძღვანელობით კიდევ უფრო საინტერესო, გაფართოებული მასშტაბით შეეგებება აღდგომისა და ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულებს.

 

                                                                                                            თინა ღვინერია