საერთოაშორისო ფესტივალს              „აღდგომიდან ამაღლებამდეუკვე მე­8 წელია მასპინძლობს თბილისი და ქართული საზოგადოება. უკვე მე­8 წელია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში ფესტივალის ორგანიზატორები ქართველ მსმენელს მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოს­შემსრულებლების შემოქმედებით ანებივრებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ დახვეწილი, ელიტარული მსმენელისათვის კეთდება დედაქალაქის საკონცერტო დარბაზებში. რვა წლის მანძილზე საქველმოქმედო ფესტივალის ფარგლებში არაერთი დაუვიწყარი მუსიკალური და შეიძლება ითქვას, სახალხო დღესასწაულიც კი მოეწყო საქართველოს რეგიონებში, სწორედ იმ ადამიანებისთვის ვინც ძნელად აღწევს თავს ცხოვრებისეულ რუტინას, თუმცა პროფესიონალ მსმენელზე არანაკლები ემოციით აღიქვამს და აფასებს ჭეშმარიტი ხელოვნების სიდიადეს. ჩვენს სინამდვილეში იშვიათად მოიძებნება ისეთი მასშტაბური კულტურული ღონისძიება, რომელიც ძველესი ფესტივალი `აღდგომიდან ამაღლებამდე                                                                                                                        ფესტივალმააღდგომიდან ამაღლებამდედროთა განმავლობაში მართლაც რომ დამსახურებულად დაიმკვიდრა წლის ერთ­ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების სახელი. ის ხელს უწყობს არა მხოლოდ კლასიკური, არამედ სასულიერო და ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაციას. ფესტივალის ფარგლებში ხშირად იმართება გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა და ხელოვანთა ხსოვნის საღამოები. ფესტივალისაღდგომიდან ამაღლებამდეისტორია 2005 წლიდან დაიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქის ლოცვა­კურთხევით და მალე მისივე სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში დაიდო ბინა, თუმცა იდეას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს...                                                              ერთხელ ემიგრაციაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს (1918­21) მთავრობის მეთაურის, ნოე რამიშვილის შვილს აკაკი რამიშვილს მისი ნათესავისათვის და მომავალში ფესტივალის ერთ­ერთი დამფუძნებლის მარიამ დავითაშვილისთვის უთქვამს:„ ისეთი საქმე წამოიწყე, რომელიც წელიწადში ერთხელ ქართველებს მთელი მსოფლიოდან სამშობლოში ჩამოიყვანს.“2005 წელს მარიამ დავითაშვილმა ფესტივალის დაარსების თაობაზე სრულიად საქართველის კათოლიკოს­პატრიარქისაგან კურთხევა მიიღო. ფესტივალის იდეის ავტორი მის მეგობრებს მუსიკოს ირინა სახამბერიძესა და ჟურნალისტს, ასევე მუსიკისმცოდნე მანანა ხვედელიძეს დაუკავშირდა და აგერ უკვე 8 წელია მათ მიერ დაფუძნებული აკაკი რამიშვილის ფონდიტრადიცია და ინოვაციადა პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, აღდგომიდან ამაღლებამდე პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეულ აღიარებულ ქართველ და უცხოელ მუსიკოს­შემსრულებლებს საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების საკონცერტო დარბაზებში ახვედრებს ქართულ საზოგადოებას. ფესტივალის მცირერიცხოვან     საორგანიზაციო ჯგუფს პატრიარქის საერთაშორისო ფონდში 2006­ 2010 წლებში ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო 2011 წლიდან _ ლაშა ჟვანია უდგას სათავეში. წლების განმავლობაში ფესტივალის შინაარსსა და შემოქმედებით მხარეზე ზრუნავდნენ ისეთი აღიარებული ხელოვანები, როგორებიც გახლავთ მარინე იაშვილი, ბიძინა კვერნაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ლიანა ისაკაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ვალერიან შიუკაშვილი, თუმცა ბოლო სამი წელიწადია მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ამერიკაში მოღვაწე, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ალექსანდრე კორსანტია გახლავთ. მან მთელი არსებით გაითავისა ფესტივალისა და მისი უწმინდესობის მუსიკალურ ნაწარმოებთა სულისკვეთება. საქართველოს პატრიარქთან ურთიერთობით, მისი სიკეთითა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით აღფრთოვანებული პიანისტი აგერ უკვე მესამე წელია ფესტივალის უცვლელ სამხატვრო ხელმძღვანელად რჩება. ალექსანდრე კორსანტია: პატრიარქის სიბრძნის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ხელოვნებაა. მისი შემოქმედებითი ნიჭი ისეთივე ცხადი და ნათელია, როგორც მისი სულიერება. პატრიარქის        ბოლოდროინდელი    ნაწარმოებებივე არია”, “შანცტუს”, “გნუს ეიდათე ეუმ-”-ის I ნაწილი, რომლებიც სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისთვის არის შექმნილი, ძალიან მალე შეიყ-

 

ფესტივალი

მისი უწმინდესობის მუსიკა არის და ყოველთვის დარჩება საქართველოს კულტურისა და ისტორიის განუყოფელ ნაწილად. გულწრფელი თავმდაბლობა, შეუზღუდავი სიბრძნე, ულევი ინტელექტი...ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ თვისებებისა, რომელიც ხიბლავს ყველას, ვინც მას ოდესმე შეხვედრია“.მისი უწმინდესობის მუსიკალური ნაწარმოებები და საგალობლები მართლაც შეიყვარა მსმენელმა. მათ ხშირად ასრულებენ პროფესიულ სცენაზე სიმფონიური თუ კამერული ორკესტრის თანხლებით. მათი ორიგინალური ვერსიები გაორკესტრებული და არანჟირებულია ზვიად ბოლქვაძის, ვახტანგ კახიძის, პაატა ცეცხლაძის, ნიკოლოზ რაჭველის მიერ, თუმცა ეს არაჩვეულებრივი მუსიკალური ქმნილებები ნაკლებად ხელმისაწვდომიიყო რიგითი მსმენელისათვის და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მელომანებისთვის. ამდენად, რიგით მე­8 ფესტივალის მზადებისას სა­ ორგანიზაციო ჯგუფში პატრიარქის მუსიკალურ ნაწარმოებთა სანოტო კრებულის გამოცემის იდეა გაჩნდა და განხორციელდა კიდეც. 7 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქის მუსიკალურ ნაწარმოებთა სანოტო კრებულის პრეზენტაცია მოეწყო,პირველად დაიბეჭდა მისი უწმინდესობის მიერ სხვადასხვა წლებში დაწერილი საგალობლები და საგუნდო ნაწარმოებები. კრებულში ასევე შეტანილია სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისთვის შექმნილი ნაწარმოებების კლავირი, რომლის შექმნაზეც 9 ქართველმა კომპოზიტორმა იმუშავა: გიორგი შავერზაშვილი _ “ვე არია”, “კირიე ელეისონ”; კახა ცაბაძე _ “ლელუია”;_ ზურაბ ნადარეიშვილი – “შანცტუს”;_ მიხეილ ოძელი _ ,,ჩემი ვედრება~; _ მერაბ ოძელაშვილი _ “Aგნუს Dეი”; _ გიორგი ჩლაიძე _ ”თე Dეუმ” (I ნაწილი); _ ნიკოლოზ რაჭველი _ “Aვე Mარია”, ,,ერეკლეს დალოცვა~. აღსანიშნავია ოთარ ტატიშვილის მიერ არანჟირებული და ნოტებზე გადატანილი საფორტეპიანო პიესა ,,ფიქრები წარსულსა და მომავალზე~ და ლიანა ისაკაძის მიერ არანჟირებული “Aვე Mარიავიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის, რომელიც მან ვახტანგ კახიძის საორკესტრო პარტიტურიდან შექმნა. სიმონ ჯანგულაშვილი: კრებულის რედაქტორი (სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი): პატრიარქი აღნიშნავს, რომ ის არ არის პროფესიონალი კომპოზიტორი. ხშირად მიფიქრია: მის უწმინ დესობას თავი ადრიდანვე რომ მუსიკისათვის მიეძღვნა, ბევრ მნიშვნელოვანსა და ღირებულს შესძენდა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას. მის მუსიკალურ აზროვნებასა და შემოქმედებით მიზნებს შორის ბუნებრივი ჰარმონიული ურთიერთმიმართებაა. პატრიარქმა იცის რისთვის წერს, რისი თქმა სურს და ძალდაუტანებლად, გულში ჩამწვდომი უბრალოებით აღბეჭდილი მუსიკალური ენით ესაუბრება ღმერთსა და ადამიანებს. კრებულის გამოცემა შესაძლებელს გახდის პატრიარქის მუსიკის კამერულ, ასევე ინდივიდუალურ და საოჯახო შესრულებას. მასზე მოთხოვნა აქვთ არა მხოლოდ სიმფონიურ ორკესტრებსა და პროფესიონალ მომღერლებს, არამედ მუსიკისმოყვარულთა ფართო წრეებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ზვიად ბოლქვაძის შემოქმედებითი თანამშრომლობის ნაყოფია ის განუმეორებელი მუსიკალური სტილი, რომელიც შესაძლოა შთაგონების წყაროდ იქცეს კომპოზიტორთა ახალი თაობებისათვის თანამედროვე რელიგიური საგუნდო მუსიკის შესაქმნელად.“8 წლის განმავლობაში ფესტივალმააღდგომიდან ამაღლებამდე“, რომელიც ამჯერად მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ისტორია შექმნა თავისი ფოტო,ვიდეო და აუდიო არქივითურთ. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ფესტივალის ,,აღდგომიდან ამაღლებამდე~ ერთგული და მუდმივი მედიაპარტნიორია ,,რადიო მუზა”, რომელიც ყოველ­ წლიურად ახორციელებს ფესტივალის კონცერტების მაღალ დონეზე ჩაწერას, რითაც ამ პროექტის ისტორია და უნიკალური არქივი შეიქმნა, რაც უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია როგორც ფესტივალისთვის, ისე, საზოგადოდ, ქართული მუსიკალური კულტურისათვის. რაც შეეხება წლევანდელ პროგრამას წინა წლების მსგავსად ისიც               საკმაოდ საინტერესო იყო, როგორც შინაარსით, ისე მონაწილეთა მრავალფეროვნებითა და საშემსრულებლო დონით... წელს ფესტვალის ფარგლებში თბილისს სტუმრობდნენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი ქართველი და უცხოელი მუსიკოს­შემსრულებლები, როგორებიც გახლავთ ვახტანგ მაჭავარიანი (დირიჟორი), კატია სკანავი (ფორტეპიანო, საბერძნეთი/რუსეთი), მარტა აბრაჰამი (ვიოლინო, უნგრეთი), გიორგი ხარაძე (ჩელო),პიეტრო გატო (ფორტეპიანო, იტალია), ვიტალი ნაზაროვი (ჰობიო, რუსეთი); ასევე თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), ნოდარ ჟვანია (ალტი), ჰაიკ ბაბაიანი (ჩელო), ზვიად ბოლქვაძე (კომპოზიტორი და დირიჟორი),თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სიმფონიეტა~, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, ანსამბლი ,,იმერირობერტ გოგოლაშვილის ხელმძღვანელობით. ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე ბრწყინვალე ვოკალისტები: ნანა ქავთარაშვილი (მირიანი _ სოპრანო), ირინე ალექსიძე (მეცო­სოპრანო), თამარ გვერდწითელი (ესტრადის მომღერალი), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), გიორგი ონიანი(ტენორი), გიორგი გაგნიძე (ბარიტონი), ვახტანგ ჯაშიაშვილი (ბარიტონი), მამუკა მანჯგალაძე (ტენორი), კონცერტმაისტერი ვიქტორია ჩაპლინსკაია.7 მაისი ფესტივალის საზეიმო გახსნა...ფესტივალი წლეულს 7 მაისს გაიხსნა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა­თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ­აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის დაბადებიდან 80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქი ილია II თანმხლებ პირებთან ერთად დაესწრო. ლაშა ჟვანია (პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალური მენეჯერი):„7 მაისი განსაკუთრებული დღე იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფესტივალი გაიხსნა. ამ დღეს ჩვენ დამსწრე საზოგადოებას შევთავაზეთ მისი უწმინდესობის მუსიკალურ ნაწარმოებთა სანოტო კრებული, რომელიც საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ _ კახა ცაბაძემ წარმოადგინა. ეს იდეა ფესტივალის მზადებისას გაჩნდა. ქართველმა კომპოზიტორებმა9 ნაწარმოების დამუშავება შესძლეს.ფესტივალის სიმბოლო _ სააღდგომო კვერცხი,რომელიც დიდმა ადამიანმა, ცნობილმა დაღესტნელმა ხელოვანმა მანაბა მაგომედოვამ დაამზადა გადავეცით ბატონ კახა ცაბაძეს. ეს ძალზედ სიმბოლური იყო,რადგან ეს გახლდათ ქალბატონი მანაბას უკანასკნელი ნამუშევარი და ჩვენც დიდი ადამიანის ბოლო ქმნილება ყველაზე სასიქადულო მამულიშვილების გაერთიანებასსაქართველოს კომპოზიტორთა კავშირს გადავეცით“.კახა ცაბაძე (საქართველოს კმპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე):,,ჩვენ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიამ დავითაშვილი დაგვიკავშირდა და გვამცნო ამ იდეის შესახებ. მისი უწმინდესობის მუსიკალურ ნაწარმოებთა სანოტო კრებულის გამოცემაში წვლილის შეტანა ჩვენთვის ძალზედ საამაყოა. დამეთანხმებით, ყველა შემოქმედი მის ნაწარმოებში თავის სულის ნაწილს დებს. ამ მხრივ ორმაგი ბედნიერებაა, როდესაც უწმინდესისა და უნეტარესის ნაწარმოებებს ეხები. მე მინდა ჩემს კოლეგებს და ფესტივალის ორგანიზატორებს დიდი მადლობა ვუთხრა.“ოთარ ტატიშვილი (კომპოზიტორი):,,ფესტივალი ,,აღდგომიდან ამაღლებამდე~ ძალზედ მნიშვნელოვანი და სასიხარულო მუსიკალური დღესასწაულია ჭეშმარიტი მუსიკის მოყვარულთათვის. ამ მოლოდინს და სიხარულს რასაკვირველია აძლიერებს ის ფაქტიც, რომ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ დღესასწაულთან და ჩვენი სულიერი მამის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II სახელთან, რომელიც თავისთავად სიხარულის და ამაღლების განცდას ანიჭებს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს. მე ფესტივალის დაარსების დღიდან თითქმის ყოველთვის ვესწრებოდი უმეტეს ღონისძიებებს, მაგრამ წლევანდელი და შარშანდელი ფესტივალი განსაკუთრებით სასიხარულო განცდას მგვრიდა რადგან, საბედნიეროდ, ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით მომეცა საშუალება ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის საკონცერტო პროგრამაში. შარშან შესრულდა ჩემი ნაწარმოები ,,ამაღლება~. ეს პრემიერა გახლდათ ჩემი სავიოლინო კონცერტის მეორე ნაწილისა, რომელსაც სპეციალისტებმა მისი ელექტრონული ვერსიის მოსმენისას დამოუკიდებელი არსებობის და შესრულების უფლება მიანიჭეს. ბატონმა საშა კორსანტიამ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მოიწონა ეს ნაწარმოები და ფესტივალის 2 პროგრამაში შეატანინა ორგანიზატორებს (თბილისის და ქუთაისის კონცერტებში). ეს ნაწარმოები შეასრულა კამერულმა ორკესტრმა ,,სიმფონიეტამ~, სოლისტი კი გახლდათ ამავე ორკესტრის შესანიშნავი მევიოლინე ნინო დავითაშვილი.წელს არანაკლებ მნიშვნელოვანი და საპატიო მისია მხვდა წილად, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორებმა წლევანდელი ფესტივალისთვის გადაწყვიტეს პატრიარქის მიერ შექმნილი ნაწარმოებების კლავირის გამოცემა. მე ერთ-ერთი რთული ამოცანა მხვდა წილად, რადგან უწმინდესის მიერ დაწერილ თემებზე, რომლის სანოტო ვერსია არ არსებობდა და მხოლოდ აუდიო ჩანაწერი მომაწოდეს, უნდა გადამემუშავებინა და დამეწერა საფორტეპიანო პიესა, რომელიც პიანისტურად გამართული იქნებოდა, როგორც ფაქტურის მხრივ, ასევე ფორმის თვალსაზრისითაც. კონცერტის შემდეგ ბატონი საშას, ასევე სხვა დამსწრე პროფესიონალი მუსიკოსების და თავად შემსრულებლის, შესანიშნავი ქართველი პიანისტის, თამარ ლიჩელის ქათინაური დავიმსახურე. რამდენადაც მომახსენეს პატრიარქსაც მოსწონებია. ვღელავდი, რადგან ყოველი დისონირებული აკორდის თუ სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებისას არ ვიცოდი როგორი რეაგირება ექნებოდა უწმინდესს. ბედნიერი და მოხარული ვარ რომ ყველაფერმა წარმატებულად ჩაიარა“.როგორც გასულ წლებში, ფესტივალზეაღდგომიდან ამაღლებამდედამსწრე საზოგადოება კვლავ არაერთი სასიამოვნო სიურპრიზის მომსწრე გახდა. კონსერვატორიის ფოიეში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის აღსაზრდელთა გამოფენა მოეწყო სახელწოდებითსაიუბილეო სააღდგომო გამოფენა“, რომელიც საფესტივალო საღამოების განმავლობაში _ 7­დან 12 მაისამდე გაგარძელდა. პირველ საღამოზე საჩუქრებით დაჯილდოვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქი, პირველი სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები და დარბაზში მყოფი საზოგადოება. ლაშა ჟვანია: ჩვენი ფესტივალი ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. ამ ღონისძიებას უკვე მერვე წელია გვერდით უდგას კომპანიათელასი“, ასევესოკარიდა თბილისის მერია. შევიძინეთ უამრავი პარტნიორი და მეგობარი. მათი აქტიური მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით ფესტივალის გაფართოებას. წელს 10 კონცერტის ჩატარებაა დაგეგმილი მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული გასვლები ნიქოზში, ახმეტაში,ოზურგეთში, სადაც დიდი მაესტროს, ნოდარ ანდღულაძის ხსოვნის საღამო უნდა გაიმართოს. 13 მაისს კი ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე, ტრადიციულად ბათუმში მოხდება ფესტივალის დახურვა.კომპანიაპილიგრიმტუსმაფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ორგანიზატორებს სანთლები შემოგ- ვწირა, რათა აღდგომისეული იერუსალიმის სიწმინდე დარბაზში მყოფი ყოველი ადამიანის ოჯახში შესულიყო. ამავე კომპანიის ეგიდით 9 და 10 წლის სალომე და მარიამ საზანდარიშვილებს, რომელთაც მარტოხელა დედა ზრდის და წარჩინებით სწავლობენ პირველ ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, საჩუქრად ფორტეპიანო გადავეცით.ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში დიდ ხანს ვფიქრობდით თუ რით დაგვეჯილდოებინა ჩვენი პატრიარქი. ბოლოს კომპანიამარილისსდავუკავშირდით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ შეიქმნა შედევრი, რომლის იდეაც მარილისისშემოქმედებით ჯგუფს მისი უწმინდესობის განვლილმა ცხოვრების გზამ შთააგონა. ეს გახლავთ ვაზის ჩუქურთმით, საიუბილეო თარიღების აღმნიშვნელი წარწერებითა და აკვამარინის ქვებით შემკული ვერცხლის თასი, რომელიც ზუსტად იმ მეთოდითაა ნათეგი, რა გზითაც ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ ქართული ჭედურობის შედევრებს ალექსანდრე კორსანტია (ფესტივალისაღდგომიდან ამაღლებამდე~ სამხატვრო ხელმძღვანელი):`ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ გვიყვარს ჩვენ პატრიარქი. ეს გახლავთ მისი არტისტული და ჰუმანიტარული ნიჭი, ჭეშმარიტი თავმდაბალი რწმენა, სიკეთე და სიწმინდე, რომელსაც ერთნაირად გასცემს თავისი ხალხისათვის. ის ალბათ ერთადერთია ვისაც შეუძლია ერის გაერთიანება, რაც კულტურისა და სულიერების მხარდაჭერით იწყება.წლევანდელი ფესტივალი ძალზედ მრავალფეროვანია. მართალია, ძირითადად წარმოდგენილია კლასიკური მუსიკა, თუმცა გვაქვს სასულიერო და ხალხური ხელოვნების ნიმუშები. ამის ბრწყინვალე მაგალითია ანსამბლებიიმერი~ და ,,ლაშარი~, რომლებიც ახმეტა-ში გამართავენ კონცერტს. ჩვენს ფესტივალზე 7 მაისიდან 13 ივნისამდე უამრავი კლასიკოსის ნაწარმოები შესრულდა, მათ შორის სულხან ნასიძე. ასევე წელს ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო წელია. 9 მაისის კონცერტს მის ხსოვნას ვუძღვნით და მთლიანად მის ნაწარმოებებს ეთმობა. მე-20 საუკუნის კიდევ ბევრი სხვა შედევრი აჟღერდა ჩვენს ფესტივალზე, მათ შორის შონბერგისგაცისკროვნებული ღამე“.წელს ნამდვილი ვარსკვლავთცვენა გვაქვს. სტუმრები ჩამოვიდნენ რუსეთიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან... ისინი სხვადასხვა სტილისა და სპეციალობის არიან, თუმცა ყოველი მათგანი მაღალი დონის შემსრულებელია, ისინი ქართველ კოლეგებთან ერთად ააჟღერებენ მსოფლიო შედევრებს. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ყველა საფესტივალო საღამო ხელოვნების ნამდვილ დღესასაწაულად ვაქციოთ.“ როგორც აღვნიშნეთ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტუმრად ეწვია და მსმენელის წინაშე წარსდგა ცნობილი პიანისტი კატია სკანავი, რომლის შესახებაც არაერთ დადებით შეფასებას ამოიკითხავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემულ პროფესიულ ჟურნალში. ის გახლავთ ვან კლაიბერნის კონკურსის ფინალისტი, ასევე იური ბაშმეტისა და გიდონ კრემერის მასშტაბის მუსიკოსებისათვის ერთ­ერთი სასურველი პარტნიორი. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მან, პიანისტ ალექსანდრე კორსანტიასთან ერთად, 4 ხელში შეასრულა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ანდანტე G დურ KV 357 ფორტეპიანოსთვის. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ანსამბლიმერისგამოსვლა, რომელიც 4 კომპოზიციით წარსდგა მსმენელთა წინაშე. ამავე კონცერტზე ცნობილმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქისვედრება“, რომელიც ვაჟა ფშაველას ლექსზეა შექმნილი, ახალი ვერსიით _ საფორტეპიანო თანხლებით წარმოადგინა. მას ღირსეული პარტნიორობა ფესტივალის ერთგულმა მეგობარმა, კონცერტ­მაისტერმა ვიქტორია ჩაპლინსკაიამ გაუწია. თამარ გვერდწითელი (მომღერალი): ჩემთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა ძალზედ სასიამოვნო და პრესტიჟულია, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მსმენელთა წინაშე, როდესაც მისი უწმინდესობის ნაწარმოებს ვასრულებ, რომელიც საოცრად შთამბეჭდავი და ემოციურია“. გულბატ თორაძე (მუსიკისმცოდნე):,,მაღალმხატვრულ და პროფესიულ დონეზე ჩატარდა უკლებლივ ყველა კონცერტი. ფესტივალს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა მასში გამოჩე ნილი, მსოფლიო მასშტაბის პიანისტის ალ.კორსანტიას კონცერტის შემდეგ ხელმძღვანელობამ. იგივე უნდა ითქვას ჩვენს სასიქადულო მომღერლებზე, რომელთაც საერთაშორისო აღიარება აქვთ მოპოვებული. საკმარისია დავასახელოთ გია გაგნიძე მეტროპოლიტენ-ოპერისა და სხვა ცნობილი თეატრების სოლისტი, ასევე გია ონიანი, ნანა ქავთარაშვილი, ირინე ალექსიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, თამარ გვერწითელი. ფესტივალშიაღდგომიდან ამაღლებამდეძალზედ სასიამოვნო ფაქტს წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მუსიკალურ ნაწარმოებთა კრებულის პრეზენტაცია და მისი ახალი საგუნდო-სიმფონიური ქმნილებების შესრულება. ამან დიდი ზნეობრივი და მხატვრულ-ესთეტიკური კმაყოფილება მოგვანიჭა მსმენელებს. მადლობას იმსახურებენ შემსრულებლები: თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, ასევე დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე და ქორმაისტერები ავთანდილ ჩხენკელი და შალვა შაორშაძე.ცალკე უნდა გამოვყოთ ნიჭიერი, დღითიდღე მზარდი, ძალზე მრავალმხრივი ახალგაზრდა პიანისტი თამარ ლიჩელი, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქის საფორტეპიანო პიესაფიქრები წარსულსა და მომავალზეშეასრულა. ყველასათვის სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა ახალგაზრდა უნგრელი მევიოლინე მარტა აბრაჰამი, რომელმაც შესანიშნავად შეასრულა ალექსი მაჭავარიანის განთქმული სავიოლინი კონცერტი და შემდეგ ბისზე პაგანინისკაპრისი“. სამწუხაროდ ვერ დავესწარი ახალგაზრდა იტალიელი პიანისტის პიეტრო გატოს კონცერტს, თუმცა კოლეგებისგან ვიცი, რომ ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოუხდენია მსმენელებზე... მადლობა ორგანიზატორებს კულტურისა და სულიერების ამგვარი ზეიმის მოწყობისათვის...“                                                                                                      ფესტივალის ფარგლებში ქართველი მსმენელის წინაშე კატია სკანავი 9 მაისის კონცერტზეც წარსდგა,რომელიც ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.ცისანა ბოტკოველი (მუსიკისმცოდნე): ,,საინტერესო პროგრამებითა და შინაარსით დატვირთული საფესტივალო საღამოები მნიშვნელვანი მოვლენაა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, 9 მაისის საღამოც სწორედ ამის დასტურია. თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრის მიერ, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით შესრულდა ალექსი მაჭავარიანის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი 3 თხზულება. საფორტეპიანო, სავიოლინო და ჩელოს კონცერტები, რომელთაც დროთა გადასახედიდან შთამბეჭდავად გაიჟღერეს. საფორტეპიანო კონცერტი (1944) კატია სკანავის შესრულებით აღსავსე იყო კომპოზიტორის ჩანაფიქრის გახსნით, მგზნებარე ტემპერამენტით, ქართული სიმღერისა და ცეკვის სტიქიის შესანიშნავი შეგრძნებით, ჟანრული სახეებით, ამაღლებული ლირიკით. თავის დროზე ამ კონცერტმა დიდი სიახლე შემოიტანა ეროვნულ დიდფორმიან ინსტრუმენტულ მუსიკაში და დღესაც იგივე მგზნებარებით გაიჟღერა პიანისტის შესრულებამ. იგივე ითქმის კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის აღიარებულ სავიოლინო კონცერტზე (1950), რომელმაც დიდი მუსიკოსების რეპერტუარში დაიდო სავანე. ის არის ამ ჟანრში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო თხზულება, რომლის თემატური მომხიბვლელობა ნათელს ჰფენს კომპოზიტორის უდიდეს ნიჭს. კონცერტის ინტერპრეტაცია წარმოაჩინა ცნობილმა უნგრელმა მევიოლინემ მარტა აბრაჰამმა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო უცხოეთში მცხოვრები ქართველი ჩელისტის, გიორგი ხარაძის მიერ დიდებულად შესრულებული ალ.მაჭავარიანის ჩელოს კონცერტი ერთ ნაწილად (1992). ეს კომპოზიტორის ბოლო თხზულებაა, რომელიც აღსავსეა ცხოვრების ფილოსოფიური აღქმის ემოციით, რთული და ვირტუოზული ფაქტურით, სიღრმეებში წვდომით, ლირიკით. კომპოზიტორის მონოლითური ჩანაფიქრი შემსრულებელმა გახსნა დიდი დამაჯერებლობით, სიდინჯით, სინატიფით, რაფინირებული ვირტუოზულობით. 9 მაისის კონცერტის მაღალმხატვრულ დონეზე მეტყველებს შემსრულებელთა _ სოლისტების, ორკესტრისა და დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის აკადემიური დონე და მუსიკალური მასშტაბი“. საფესტივალო კონცერტებიდან აღსანიშნავია დიდი ქართველი მაესტროს და არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის პიანისტის აღმზრდელის _ თენგიზ ამირეჯიბის ხსოვნის საღამო, სადაც მისმა მოწაფემ ალ.კორსანტი ამ საქართველოში პირველად განსაკუთრებული ემოციითა და ჩვეული აღმაფრენით შეასრულა მოცარტის #21 საფორტეპიანო კონცერტი. მზია ჯაფარიძე (მუსიკისმცოდნე):,,ქართული მუსიკალური ხელოვნება დაობლდა...წელს სამი ეპოქალური ფიგურა _ ნოდარ ანღულაძე,თენგიზ ამირეჯიბი, იოსებ კეჭაყმაძე გამოაკლდა ქართულ კულტურას. ისინი ხომ ქართული მუსიკალური ხელოვნების ატლანტები იყვნენ... მათი შემოქმედებითი მასშტაბი იმითაცაა ეპოქალური, რომ მათ თავიანთი დიდი შემოქმედების გარდა გზა გაკვალეს მომავლისაკენ, შექმნეს სკოლა და ისეთი შემოქმედნი დაგვიტოვეს, როგორიცაა - გიზი ამირეჯიბის სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი ალექსანდრე კორსანტია _ საოცარი პიროვნება, ადამიანი, შემოქმედი,მოღვაწე, პიანისტი. ფესტივალის მესვეურთა ალღოსა და პროფესიონალიზმზე, მათ მაღალ შემოქმედებით თამასაზე მეტყველებს ბოლო წლების ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევანიც, რომელიც საშა კორსანტიაზე შეჩერდა_სამი წელია იგი ფესტივალის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია. მან სრულიად განსხვავებული ხედვა, ესთეტიკა და მისი პიროვნებისათვის ესოდენ ჩვეული უშუალობა და კეთილგანწყობა შემოიტანა ფესტივალის მსვლელობაში. ყოველივე აისახა კიდეც ფესტივალის გარემოში, საკონცერტო პროგრამებში და მხატვრულ ხარისხში. ფესტივალის ,,აღდგომიდან ამაღლებამდე~ მნიშვნელობა, მისი მხატვრული ხარისხი, ყველა სხვა ღირსებებთან ერთად ისიცაა, რომ ამ 8 წლის მანძილზე ყოველთვის იმართება ქართული მუსიკალური კულტურის წარსულის დიდი მოღვაწეების ხსოვნის საღამოები,რითაც იდება ხიდი აწმყოსა და მომავალს შორის  თითქოს ყველა ჩვენგანის გულში ღვივდება გრძნობა, რომ ჩვენც, ამ დიდი ისტორიის თანამონაწილენი ვართ.

მინდა გითხრათ, რომ ეს საღამოები განსაკუთრებით ამაღელვებელია ხოლმე. ამჯერად, 8 მაისს, კამერულ- საკრავიერი მუსიკის საღამო სწორედ ცნობილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, საქ, სახალხო არტისტის, . რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფესსორ თენგიზ ამირეჯიბის ხსოვნას მიეძღვნა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი რამ _ დაკვირვებული ვარ, როდესაც საშა კორსანტია თავის პედაგოგს,- გიზი ამირეჯიბს უძღვნის შესრულებას, რაღაც განსხვავებული ხდება, რაღაც მაგიური, შოკისმომგვრელი,რაც აღარასოდეს გავიწყდება.Mმახსენდება -ნი გიზი ამირეჯიბის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო .კახიძის მუსიკალურ ცენტრში, სადაც II განყოფილებაში ალ. კორსანტიამ თავის პედაგოგს სკარლატის ნაწარმოებებით მიულოცა იუბილე _ ეს იყო რაღაც...რაღაც გასაოცარი, დაუვიწყარი და იმ შავ-ბნელ 1997 წელს, ეს განუმეორებელი შთაბეჭდილება დიდხანს,დიდხანს გაგვყვა, როგორც სულიერი კათარსისი და იმედი...და ახლაც, ბისზე, საშამ, წინათქმით _ ,,ბატონ გიზის”, შეასრულა მოცარტის #12, F დურ სონატის პოეტურობით აღსავსე Aდაგიო, ამჯერად უკვე მოცარტის ,,შუამავლობითიგი თითქოს ესაუბრებოდა თავისი პედაგოგის დახვეწილ, ფაქიზ, არისტოკრატულ, ამაღლებულ სულს და ჩვენც ამ ,,კავშირისთანამონაწილე გაგვხადა... როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ალექსანდრე კორსანტიამ გაგვაოცა!.. გაგვიტაცა ბგერების ირეალურ სამყაროში... მან პირველივე ბგერიდან დაიპყრო მსმენელი და ბოლო ბგერამდე სუნთქვა შეკრული გვამყოფა... მთელი დარბაზი სავსე იყო მუსიკით, ყველა მხრიდან ბგერები გვმოსავდა. ეს კორსანტიასეული სამყაროა, რომელიც გიტაცებს და გძირავს მშვენიერ, გამოუცნობ, ულამაზეს სამყაროში _ საოცარი ფრაზირებით, ტუშეთი, ბგერათა პალიტრის მდიდარი გრადაციებით, მრავლისმეტყველი და `მჟღერი~.მისი ბგერები ისეთივე ფაქიზი, გამჭვირვალე და ღრმაა,ისეთივე სითბოთი და სიყვარულით, პოეტურობითაა აღსავსე, როგორც თვითონ საშას პიროვნება.ის, რასაც კორსანტია გვთავაზობს ხოლმე, ხშირად ტრადიციული, სტერეოტიპული ჩარჩოების მიღმაა(თუნდაც მანამდე შესრულებული მოცარტის 21 საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად კორსანტიასეული კადენციებით), რაც იქნებ ზოგს არც კი მოსწონს, მაგრამ დიდი ტალანტი ჩარჩოებში ვერასდროს ეტევა _ ეს მაღალი მუსიკაა, მუსიკა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.,. ამ შესრულებით საშა კორსანტიამ -ნი გიზისადმი გამოხატა ის, რაც სიტყვებით არ ითქმის _ და იქ, სადაც სიტყვები უძლურნი არიან იწყება მუსიკა!...საშამ კვლავ გვაჩუქა დაუვიწყარი წუთები~...12 მაისს თბილისის საფესტივალო საღამოების დახურვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. შესრულდა ალ. მაჭავარიანის, ოთარ თაქთაქიშვილის, ბიძინა კვერნაძის,სულხან ნასიძისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები.ეს გახლდათ ქართული ვოკალური მუსიკის დაუვიწყარი საღამო, რომელსაც 90 _ იან წლებში ტერიტორიული მთლიანობისათვს დაღუპულ გმირთა დედების გაერთიანებაარდავიწყებისწევრები და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო.ირაკლი ალასანია:„პატიება, მიტევება, ეს არის ვაჟკაცობისა და გამბედაობის ყველაზე დიდი მაგალითი. ჩვენ ყველას გვქონდა გულში შურისძიების განცდა იმის გაცნობიერების შემდეგ, თუ რა სისასტიკითა და ყოველგვარი მორალის დარღვევით ექცეოდნენ ჩვენს გმირებს აფხაზეთში, მაგრამ ჩვენ ყველანი მივედით იმ დასკვნამდე, რომ შურისძიებითა და სისხლით ვერ დავიბრუნებთ ვერც აფხაზეთს და ვერც ცხინვალელ ოსებს. პატრიარქი ყოველთვის ბრძანებს, რომ არის ერთადერთი გზა _ პატიების და მიტევების. ახლა ამ დარბაზში სამხედრო პირები ვიმყოფებით და ჩვენი უპირველესი ვალია ამ გზის დაცვა. დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მხოლოდ პატიების გზით სიარული უნდა ვისწავლოთ და დავუბრუნოთ აფხაზები ქართველებს, ქართველები კი აფხაზებს.ჩვენ ყველას გვახსოვს ჟიული შარტავა, მაგრამ მასთან ერთად სოხუმის დაცემისას იქ იყო უამრავი ქართველი ახალგაზრდა მეომარი...მე მინდა გავიხსენო ერთი ამაზრზენი ფრაგმენტი:როდესაც ალყაშემორტყმულ ჩვენს ერთ-ერთ მეომარს სთხოვდნენ დაჩოქილიყო, მან უპასუხაარასოდეს ცხოვრებაში“. ეს გახლდათ სოხუმის იმდროინდელი მერი გურამ გაბისკირია. ჩემთვის ეს საქციელი და ეს ადამიანი არის მაგალითი გმირული სულისკვეთებისა. დიდი მადლობა პატრიარქის ფონდს, მის ხელმძღვანელს, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის კვირის დასასრულს ეს დაუვიწყარი ღონისძიება ჩვენს დაღუპულ გმირებს მიუძღვენეს.“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ფესტივალის თბილისის დასკვნითი კონცერტის საფინალო აკორდი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქისE DEUM”­ის მეორე ნაწილის პრემიერა დაANჩთU”­. არანჟირებისა და გაორკესტრების ავტორი _ დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, ქორმაისტერები ავთანდილ ჩხენკელი და შალვა შაორშაძე. ზვიად ბოლქვაძე:„რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი, სიხარული და წყალობაა რომ უწმინდესის მუსიკასთან მაქვს სიახლოვე.არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ ძალიან ძლიერ ზემოქმედებას და ძალას, როცა მის საგალობლებზე ვმუშაობ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ,”E DEUM’’-ის მეორე ნაწილის (და არამარტო) არანჟირება და გაორკესტრება ძალზე მცირე დროში მოხდა. მუშაობის პროცესში სულ მეგონა, რომ ვერ მოვასწრებდი. მე მთელი ჩემი არსებით და შესაძლებლობებით ვმუშაობ მისი უწმინდესობის საგალობლებზე, რისთვისაც მადლობა უფალს! რაც შეეხება ფესტივალს, უკვე წლები გრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და ვფიქრობ, მას დიდი როლი მიუძღვის პროფესიული მუსიკის განვითარებაში და კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას...ზუსტად ამ ფესტივალში ქართველ მსმენელს აქვს საშუალება მოისმინოს არაერთი ბრწყინვალე შემსრულებელი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. წარმატებებს ვუსურვებ ამ ფონდის თითოეულ თანამშრომელს.“ფესტივალის რეგიონალური გასვლა, როგორც აღვნიშნეთ, წლეულს საქართველოს 4 ულამაზეს კუთხეში დაიგეგმა. აღდგომიდან ამაღლებამდე პერიოდში სოფელ ნიქოზის (ეპისკოპოსის სასახლე), ახმეტის (ქვემო ალვანის კულტურის სახლი), ოზურგეთის (ალ.წუწუნავას სახ. დრამატული თეატრი) და ბათუმის(მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზი) მოსახლეობა, დაუვიწყარი საფესტივალო საღამოების მომსწრე გახდა.განსაკუთრებული სითბოთი შეხვდა ალექსანრე კორსანტიას, გიორგი ონიანსა დასაქართველოს სიმფონიეტასშიდა ქართლის საზღვრისპირა რეგიონის სოფელ ნიქოზის მოსახლეობა...ალექსანდრე კორსანტია ამ დარბაზში განსაკუთრებული აურაა, ეს არის რეგიონის კულტურისა და სულიერების ცენტრი. ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა ძალზედ ემოციურია, ამ ადგილიდან სულ რაღაც 800 მეტრში ხელისგულივით მოსჩანს ცხინვალი...მადლობა მეუფე ისაიას ასეთი გულთბილი მასპინძლობისათვის, ის დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს. გამოგიტყდებით, თბილისშიც კი იშვიათია ასეთი დახვეწილი მსმენელი, ამ პატარა სოფელში მართალც რომ დიდი მუსიკალური ინტელექტით დაჯილდოებული ხალხი ცხოვრობს. ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით“. მეუფე ისაია:„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მასშტაბის მუსიკოსების სტუმრობა ყველგან უხარიათ, მაგრამ ისე, როგორც ჩვენ გაგვიხარდა, არა მგონია ვინმეს გახარებოდა. აქ, ამ დარბაზში, ყველაფერი ჩვენი ხელით არის გაკეთებული, იმედია როიალიც მოგეწონათ. ჩვენ ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა და სულიერ-კულტურულ ურთიერთობათა განმტკიცება. დღეს უმასპინძლებს, ახმეტელი მსმენელის წინაშე წარსდგებიან გიორგი უშიკიშვილი და ფოლკლორული ანსამბლები.11 ივნისს ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამ კუთხის გამორჩეულ შვილს, დიდ მაესტროს _ ნოდარ ანდღულაძეს მისი აღზრდილი მომღერლები გაიხსენებენ. 13 ივნისს, კი ფესტივალი ბათუმში მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში დაიხურება. დასკვნით კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა (ხელმძღვანელი ლელა დოლიძე, ასევე სოლისტები _ ქეთევან ბადრიძე (ფორტეპიანო), სალომე ჯიქია(სოპრანო), ირინე ალექსიძე (მეცო­სოპრანო), მამუკა მანჯგალაძე (ტენორი) და ვახტანგ ჯაშიაშვილი (ბარიტონი). სადირიჟორო პულტთან იქნება ცნობილი დირიჟორი დავით მუქერია.ჩვენი ღრმა რწმენით, ეს კონცერტებიც ისეთივე დაუვიწყარი იქნება მსმენელისთვის, როგორც თბილისსა და ნიქოზში გამართული საფესტივალო საღამოები. სოფელ ნიქოზში ნამდვილი სახალხო დღესასწაულია. იმედი მაქვს მომავალ წელსაც გვეწვევით“. ფესტივალი გრძელდება... 31 მაისს ქვემო ალვანის კულტურის სახლი რევაზ კიკნაძესა და მის ჯაზ­ბენდს

 

                                                                                                                         თათია პაჭკორია