ფესტივალის ისტორია

    ფესტივალი დაარსდა 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. დამფუძნებლები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი დააკაკი რამიშვილის ფონდიტრადიცია და ინოვაცია“.

    ფესტივალი, რომელსაც იმთავითვე პარტნიორობას უწევენ . თბილისის მერია და სსთელასი“, ყოველწლიურიად ატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    2006-2010 წლებში ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობა გაუწიეს გამოჩენილმა მუსიკოსებმა მარინე იაშვილმა, ლიანა ისაკაძემ, ბიძინა კვერნაძემ, ანზორ ერქომაიშვილმა; ასევე ახალგაზრდა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკა მემანიშვილმა (ნიკოლოზ რაჭველი).

    2011 წლიდან ფესტივალის მუდმივი სამხატვრო ხემძღვანელია მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა ფესტივალის პროგრამა.

     

    2013 წელს ფესტივალის ინიციატივით მომზადდა და გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II- სამუსიკო ნაწარმოებების კრებული, რომელიც მისი უწმინდესობის დაბადების 80, მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლისთავს მიეძღვნა.

     

    I ფესტვალი

    ვალერიან შიუკაშვილი

    ვალერიან შიუკაშვილი ცნობილი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია. იგი ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანია ვინც საქართველოს სახელი მსოფლიო არენაზე გაიტანა. მისი სახელი ოქროს საოებით არის შეტანილი წიგნში XI საუკუნის ვარსკვლავები.

     

    II ფესტივალი

    ბიძინა კვერნაძე

    კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის შემოქმედება ყველა ჟანრს მოიცავს: ოპერებს, ბალეტებს, სიმფონიებს, უვერტიურებს, ვოკალურ-სიმფონიურ ნაწარმოებებს, საფორტეპიანო მინიატურებს, საესტრადო სიმღერებს, მუსიკას კინოფილმებისა და დრამატული სპექტაკლებისათვის. მის ნაწარმოებებში ყოველთვის იგრძნობა ნატიფი მხატვრული გემოვნება, დახვეწილი იუმორი,  გულში ჩამწვდომი ლირიკა და შემოქმედებითი აზროვნების მრავალფეროვნება. ბიძინა კვერნაძემ თავისი ბრწყინვალე ნაწარმოებებით მნიშვნელოვნად გაამდიდრა ეროვნული მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრები.

      

    ანზორ ერქომაიშვილი

    ცნობილი მომღერალი და დირიჟორი ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი და მრავალი პრემიის ლაურეატია. იგი ქართულ, ეროვნულ საქმეს ერთგულად ემსახურება, ათეული წლების განმავლობაში  გრამოფონის ფირფიტების მოძიებასა და აღდგენაზე მუშაობს. ანძორ ერქომაიშვილმა ქართული სიმღერები შეასწავლა ბევრ უცხოელს და დღეს ქართულ ხალხურ სიმღერებს მსოფლიოს სხვადასხვა კვეყანაში მღერიან.


    III ფესტივალი

    ლიანა ისაკაძე

    ლიანა ისაკაძე არაჩვეულებრივი მუსიკოსი,  ბრწყინვალე მევიოლინეა. მას გერმანიის ერთ-ერთმა პოპულარულმა გაზეთმა „საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე“ უწოდა. ლიანა ისაკაძის შესრულების მანერა ღრმა მუსიკალურობით, არტისტიზმითა და ვირტუოზულობით გამოირჩევა. მას უამრავი ჯილდო და პრემია აქვს აღებული.

     

     IV ფესტივალი

    ნიკოლოზ რაჭველი

    ცნობილი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი მრავალმხრივსა და აქტიურ შემოქმედებით, საშემსრულებლო და საორგანიძაციო საქმიანობას ეწევა. მის შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გია ყანჩელის ნაწარმოებებს. ბავშვობიდან ვუნდერკინდად მონათლული ნიჭიერი შემოქმედი დღემდე გვაოცებს თავისი ვირტუოზულობით.

     

     ფესტივალი

    მარინე იაშვილი

     

    ცნობილი ქართველი მევიოლინე მარინე იაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, ზ.ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. მისი საშემსრულებლო ხელოვნება მაღალი პროფესიული კულტურით, ტექნიკური სრულყოფილებითა და ნატიფი გემოვნებით გამოირჩევა. იგი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია და დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

     

     

     

     VI    ფესტივალიდან

    ალექსანდრე კორსანტია

     

    საშა არის ის პიანისტირომელიც შეიძლება იყოს უნაზესიამავედროს შეუძლია ერთი წამის მეათედში აფეთქდესისეთი ტალღა შექმნასძლიერიემოციურიორ-სამ-ხუთ-ათფორტეზერომ... ის მფეთქავი შემსრულებელია...“

    ლექსო თორაძე,  გაზეთი „24 საათი

    ალექსანდრე კორსანტია ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსიაიგი როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი თავად „ქმნისმუსიკას მისეული ხედვითა და შეგრძნებებითსწორედ ამიტომ შემთხვევითი არ არის გენიალური გია ყანჩელის გაკვირვებულიდა ამასთან აღფრთოვანებული კომენტარი პიანისტის მიერ შესრულებულ „ტანგოზე“ –  ჩემი დაწერილი მუსიკიდან აღარაფერი დატოვამე ასეთი მუსიკა არ შემიქმნიაო!..

    სტილის შეგრძნებაბრწყინვალე ვირტუოზულობასაოცარი ენერგეტიკაარტისტიზმიფერთა უშრეტი პალიტრა,მგრძნობელობა და რელიეფურობამოკრძალებულობა და მონუმენტურობა... ეს ყველაფერი მხოლოდ საშუალებებია დიდი ხელოვანისათვის მუსიკის უკვდავსაყოფადპიანისტის შესრულებული ნაწარმოებები ყოველთვის ახლებურად ჟღერსდა შენროგორც მსმენელი მისი საოცარი არტისტიზმის წყალობითთანამონაწილე ხდები ამ აბსტრაქტულიჰაერში დაკარგული „წარმოდგენისა“. დიახალექსანდრე კორსანტია იმ პიანისტთა რიგებს განეკუთვნებარომელთა არა მარტო მოსმენაარამედ ყურებაც აუცილებელიარადგან თანდაყოლილი არტისტიზმი მართლაც რომ მეტად ბუნებრივი ვიზუალური განცდის მონაწილედ ხდის მაყურებელს.

    ღრმა ბავშვობიდან ვგრძნობდირომ ჩემში მუსიკა თავისთავად არსებობდა“ – და პატარა ბიჭის გამორჩეული ტალანტი უყურადღებოდ არ დარჩენია მის დედასკონსერვატორიის პროფესორ ქ-ნ სვეტლა ნაკორსანტიასრომელმაც შვილის ნიჭს სათანადო განვითარება მისცათბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ქართულის საფორტეპიანო ხელოვნების კლასიკოსის– თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით 1989 წელს დაამთავრაჯერ კიდევ სრულიად ახლგაზრდამ სიდნეის (1988 .) და არტურ რუბინშტეინის (1995 .) სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა – „ის უბრალოდ დიდი კი არ არისძალიან დიდია... შესანიშნავი არტისტია“... – ასე წერდნენ ახალბედა შემსრულებელზე კონკურსის შემდეგ.

    დიდია იმ საკონცერტო დარბაზებისორკესტრებისა და მუსიკოსების ჩამონათვალირომლებთანაც პიანისტი თანამშრომლობსიგი ყველგანყოველთვის და ყველასათვის სასურველი მუსიკოსია.

    მართალია, 1992 წლიდან პიანისტი ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებშისადაც ბოსტონისახალი ინგლისური კონსერვატორიის“ საფორტეპიანო განყოფილების კათედრის პროფესორიათუმცა სამშობლოსთან კავშირი არასდროს არ გაუწყვეტია. 2011 წლიდან იგი საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ სამხატვრო ხელმძღვანელია და მისი მრავალმხრივი შესაძლებლობები – პიანისტისპედაგოგის და ხელმძღვანელისამ ფესტივალში საოცარი სიძლიერით წარმოჩინდა.