ფესტივალის დამფუძვნებლები

     სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი.

    ფონდი 2005 წელს დაფუძნდა.მისი მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისთვის ხელის შეწყობა, სულიერების, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის განვითარებისთვის ზრუნვა, ქართული ეროვნული ტრადიციებისა და  ღირებულებების აღორძინება.

    მთავარი საბჭოს წევრები არიან: გურამ დოჩანაშვილი-მწერალი, ანზორ ერქომაიშვილი-ანსამბლ  „რუსთავის“ ხელმძღვანელი, რუსუდან ლორთქიფანიძე-პროფესორი,  თამაზ გამყრელიძე-საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, დავით მუსხელიშვილი-ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, ნონა გაფრინდაშვილი- მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, გიორგი ანდრიაძე-ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ ხელმძღვანელი, რუსუდან ფეტვიაშვილი-მხატვარი,  ფონდის აღმასრულებელი მდივანია დეკანოზი გიორგი ზვიადაძე.

     

     აკაკი რამიშვილის ფონდი „ტრადიცია და ინოვაცია“

    ფონდი დაარსდა 2005 წელს. დამფუძვნებლები არიან: მარიამ დავითაშვილი, მანანახვედელიძე, ირინა სახამბერიძე, საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხათუნა ღვაბერიძე-ბაგრატიონი. ფონდი ატარებს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის ვაჟის, ცნობილი ქართველი ემიგრანტის და საზოგადო მოღვაწის აკაკი რამიშვილის სახელს.

    ფონდის მიზანია: ქართული ეროვნული კულტურული ტრადიციების პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სამშობლოსთან დაახლოვება და მათთან ურთიერთობების დამყარება, ნიჭიერი ახალგაზრდების დაინტერესება პროფესიული სახელოვნებო განათლებით და ხელშეწყობა მათი შემდგომი შემოქმედებითი ზრდის მიზნით.