სამხატვრო ხელმძღვანელი

     

     

     

    ალექსანდრე კორსანტია

     

     „საშა არის ის პიანისტი, რომელიც შეიძლება იყოს უნაზესი, ამავედროს შეუძლია ერთი წამის მეათედში აფეთქდეს, ისეთი ტალღა შექმნას, ძლიერი, ემოციური, ორ-სამ-ხუთ-ათფორტეზე, რომ... ის მფეთქავი შემსრულებელია...“

    ლექსო თორაძეგაზეთი „24 საათი

    ალექსანდრე კორსანტია ჩვენიდროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსია. იგი როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი თავადქმნისმუსიკას მისეული ხედვითა დ აშეგრძნებებით. სწორედ ამიტომ შემთხვევითი არ არის გენიალური გია ყანჩელის გაკვირვებული, და ამასთან აღფრთოვანებული კომენტარი პიანისტის მიერ შესრულებულტანგოზე“ –  ჩემი დაწერილი მუსიკიდან აღარაფერი დატოვა, მე ასეთი მუსიკა არ შემიქმნიაო!..

    სტილის შეგრძნება, ბრწყინვალე ვირტუოზულობა, საოცარი ენერგეტიკა, არტისტიზმი, ფერთაუშრეტი პალიტრა, მგრძნობელობა და რელიეფურობა, მოკრძალებულობა და მონუმენტურობა... ეს ყველაფერი მხოლოდ საშუალებებია დიდი ხელოვანისათვის მუსიკის უკვდავსაყოფად. პიანისტის შესრულებული ნაწარმოებები ყოველთვის ახლებურად ჟღერს, და შენ, როგორც მსმენელი მისი საოცარი არტისტიზმის წყალობით, თანამონაწილე ხდები ამ აბსტრაქტული, ჰაერში დაკარგულიწარმოდგენისა“. დიახ, ალექსანდრე კორსანტია იმ პიანისტთა რიგებს განეკუთვნება, რომელთა არა მარტო მოსმენა, არამედ ყურებაც აუცილებელია, რადგან თანდაყოლილი არტისტიზმი მართლაც რომ მეტად ბუნებრივი ვიზუალური განცდის მონაწილედ ხდის მაყურებელს.

    ღრმაბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ ჩემში მუსიკა თავისთავადა რსებობდა“ – და პატარა ბიჭის გამორჩეული ტალანტი უყურადღებოდ არ დარჩენია მის დედას, კონსერვატორიის პროფესორ ქ-ნ სვეტლა ნაკორსანტიას, რომელმაც შვილის ნიჭს სათანადო განვითარება მისცა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ქართულის აფორტეპიანო ხელოვნების კლასიკოსისთენგიზამირეჯიბისხელმძღვანელობით 1989 წელსდაამთავრა. ჯერკიდევსრულიადახლგაზრდამსიდნეის (1988 .) და არტურ რუბინშტეინის (1995 .) სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა – „ის უბრალოდ დიდი კი არ არის, ძალიან დიდია... შესანიშნავი არტისტია“... – ასე წერდნენ ახალბედა შემსრულებელზე კონკურსის შემდეგ.

    დიდია იმ საკონცერტო დარბაზების, ორკესტრებისა და მუსიკოსების ჩამონათვალი, რომლებთანაც პიანისტი თანამშრომლობს. იგი ყველგან, ყოველთვის და ყველასათვის სასურველი მუსიკოსია.

     

    მართალია, 1992 წლიდან პიანისტი ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოსტონისახალი ინგლისური კონსერვატორიისსაფორტეპიანო განყოფილების კათედრის პროფესორია, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არასდროს არ გაუწყვეტია. 2011 წლიდან იგი საერთაშორისო ფესტივალისაღდგომიდან ამაღლებამდესამხატვრო ხელმძღვანელია და მისი მრავალმხრივი შესაძლებლობებიპიანისტის, პედაგოგის და ხელმძღვანელის, ამ ფესტივალში საოცარი სიძლიერით წარმოჩინდა